2013-07-07

ფრანგული კარტოფილის ნამცხვარი (სამარხვო)

ამ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი, ქართულ კულინარიულ საიტზე gemrielia.ge-ზე ვნახე. დიდ მადლობას ვუხდი მათ ასეთი შესანიშნავი რეცეპტისთვის. ნამდვილად ძალიან მარტივია და უგემრიელესი. ვინც გასინჯა ყველას ძალიან მოეწონა. გირჩევთ მოამზადოთ. რეცეპტი გადმოღებულია ზემოთ აღნიშნული საიტიდან, ფოტო კი ჩემი გადაღებულია :)


მასალა:
მარგარინი
200 გ
მოხარშული კარტოფილი
200 გ
კვერცხი
1 (ან 1 ს.კ მაიონეზი)
შაქარი
150 გ
ფქვილი
500 გ
სოდა
1 ჩ.კ
არაჟანი
2 ს.კ
ჯემი, ნებისმიერი
მომზადება:
მარგარინი გავადნოთ, შევურიო შაქარი, კვერცხი ან სამარხვო მაიონეზი, კარტოფილის პიურე, არაჟანში გახსნილი სოდა და ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა. თუ საჭირო გახდა ფქვილი კიდევ დავუმატოთ. ცომი გავაბრტყელოთ თხლად და ამოვჭრათ ჭიქით. წრეების ნახევარს სათითით ან პატარა დიამეტრიანი სირჩით ამოვაჭრათ შუაგული. ცომი მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და ვაცხოთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. გამომცხვარ მთლიან რგოლებს წავუსვათ ჯემი და ზემოდან გულამოჭრილი რგოლი დავაწებოთ.

P.S.  თუ სამარხვო ვარიანტს აკეთებთ, არაჟნის მაგივრად 1 ს.კ. ძმარში გახსენით სოდა და ასე დაამატეთ.

No comments:

Post a Comment