2013-07-18

პიტნის გამაგრილებელი სასმელი

სიცხე სულ უფრო და უფრო შემაწუხებელი ხდება, რა გაგვაგრილებს უკეთ თუ არა ცივი სასმელი. ამიტომ დღეს პიტნის გამაგრილებელ სასმელს გთავაზობთ, მარტივს, არომატულს, გემრიელს და რაც მთავარია ჯანსაღს.


მასალა:
1 პატარა კონა პიტნა
80 გ. შაქარი (შეგიძლიათ მეტი გამოიყენოთ, თუ ტბილი გიყვართ)
1.5  ლ. წყალი
1 ლიმონის წვენი

მომზადება:
ქვაბში მოათავსეთ პიტნა (რათქმაუნდა კარგად გარეცხილი )) დაამატეთ შაქარი და დაასხით მდუღარე წყალი. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 10-15 წუთი. გამოწურეთ ლიმონის წვენი. ქვაბიდან ამოიღეთ ფიტნა და დაუმატეთ ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ. გადაწურეთ და გააციეთ.

No comments:

Post a Comment