2013-06-30

მოცვის მინი კექსები

მოცვი ისე საჭმელად ნამდვილად არ მომწონს. აქამდე არც ნამცხვრებში გამომიყენებია, მაგრამ ხშირად მხვდებოდა მაფინებისა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის რეცეპტებში. მოცვის მინი კექსები უგემრიელესია, ძალიან არომატული და ჰაეროვანი. მომზადება უმარტივესი, დროც საკმაოდ ცოტა დაგჭირდებათ. რეცეპტით გამოდის 12-14 ცალი მინი კექსი. თითოეულს 120 კილოკალორია აქვს.



მასალა:
170 გ. ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
80 გ. შაქარი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
3 მლ. ლიმონის ზეთი ან 1 ლიმონის ცედრა
2 კვერცხი
50 გ. კარაქი ან მარგარინი
175 მლ. რძე ან მაწონი
150 გ. მოცვი (გაყინული ან ჩვეულებრივი)
შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად

მომზადება:

  • მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში.
  • კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ გამდნარი მარგარინი, მაწონი და ლიმონის ზეთი და კარგად ათქვიფეთ. თუ ცედრას გამოიყენებთ ის მშრალ ინგრედიენტებს შეურიეთ.
  • კვერცხიან მასას დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და მოცვი. 
  • ცომი გაანაწილეთ ფორმებში. თუ სილიკონის ფორმებს გამოიყენებთ ცხიმის წასმა არ დაგჭირდებათ. სხვა შემთხვევაში კი.
  • ფორმა გააცხელეთ 200 გრადუსზე და აცხვეთ დაახლოებით 20-25 წუთი.
  • გამომცხვარ, გაგრილებულს კექსებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

No comments:

Post a Comment