2013-06-14

ტრაიფლი (ჩინური (ინდური) ტორტი)

ეს უგემრიელესი დესერტი ძალიან ადვილად და სწრაფად, სულ რაღაც 10 წუთში მზადდება. ტრაიფლი სამი ფენისგან შედგება: ბისკვიტი, კრემი და ხილი. სამივე მასალის შეცვლა შეგიძლიათ თქვენი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით. მე ბისკვიტად  დარჩენილი კექსი გამოვიყენე, კრემი- მოხარშული, ხილი - ჟოლო.

მასალა: სამივე ინგრედიენტს ვიღებთ ერთი და იმავე რაოდენობით.

მომზადება: ჭიქაში ჯერ ვანაწილებთ დაქუცმაცებულ ბისკვიტს, ამ შემთხვევაში კექსს, შემდეგ კრემს და ბოლოს ხილს, ვიმეორებთ კვლავ ჭიქის შევსებამდე. შეგიძლიათ ცოტა შოკოლადი მოახეხოთ ან გამდნარი მოასხათ. სანამ მიირთმევთ უმჯობესია შედგათ მაცივარში გასაციებლად 20 წუთით.

No comments:

Post a Comment