ალბათ რამდენჯერ მოგდომებიათ რამე გემრიელი ნამცხვარი, მაგრამ დრო არ გქონიათ მოსამზადებლად ან დაგზარებიათ. ასეთი სიტუაციისთვის ნამდვილად შესაფერისია ეს უმარტივესი და უგემრიელესი ნამცხვარი "მაგ ქეიქი". მის მოსამზადებლად სულ რაღაც 5 წუთი დაგჭირდებათ. გთავაზობთ ვიდეო რეცეპტს
მასალა:
4 ს.კ. ფქვილი
4 ს.კ. შაქარი
2 ს.კ. კაკაო
1 კვერცხი
3 ს.კ. რძე ან წყალი
3 ს.კ. ზეთი
ვანილინი
მომზადება:
ფქვილი, შაქარი და კაკაო ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და აურიეთ. დაამატეთ კვერცხი, რძე/წყალი და ათქვიფეთ კოვზის საშუალებით. შემდეგ დაამატეთ ზეთი და ვანილი. აურიეთ. გამოაცხვეთ აირღუმელში, როცა ამოფუვდება და თავზე პირს შეიკრავს, მზადაა.
\

No comments:
Post a Comment