2013-05-22

ჯავზის მაფინები

რამდენიმე დღე ერთგვარი პაუზა მქონდა ბლოგზე, ახლა კვლავ დაგიბრუნდით და რათქმაუნდა უგემრიელესი რეცეპტით. ცხობას ვერ ვეშვები და ამჯერად ჯავზის მაფინების რეცეპტს გთავაზობთ. მისი მომზადება შეგიძლიათ, როგორც დესერტისთვისაც და ასევე საუზმედ. ძალიან გემრიელია ჯავზის შესანიშნავი არომატით, თან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი. ბლოგზე მაფინების მომზადების ორ განსხვავებულ რეცეპტსაც იხილავთ, სამივეს გემო რადიკალურად განსხვავდება. მაფინები შესქელებული რძითმაფინები.




მასალა:
3 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა შაქარი
1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან 1/2 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. ჯავზი (მუსკატის კაკალი)
2 კვერცხი
200 მლ. ზეთი ან გამდნარი კარაქი
1 ჭიქა რძე

მომზადება:
მშრალი ინგრედიენტები თასში კარგად აურიეთ. დაამატეთ ორი კვერცხი, ზეთისა და რძის ნახევარი და კარგად აურიეთ. როცა სითხე კარგად შეერევა დაამატეთ დარჩენილი რძე და ზეთი. მოამზადეთ ცომი. 



ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე. ფორმებს წაუსვით ზეთი, თუ სილიკონის ფორმებს გამოიყენებთ, მაშინ ცხიმის წასმა აღარ დაგჭირდებათ. ცომი გაანაწილეთ ფორმიც 2/3ზე და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთი.






No comments:

Post a Comment