2013-05-13

ნალექიანი და უნალექო ყავის მიქსი

თუ თქვენც ჩემსავით ყავის მოყვარული ხართ, ვფიქრობ, ეს რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ. იმდენად მარტივია და გემრიელი, მე ხშირად ვაპირებ მომზადებას. შეგიძლიათ ზემოდან გააფორმოთ კიდეც. მოამზადეთ რაიმე გემრიელი ნამცხვარი (რეცეპტის არჩევაში ბლოგი დაგეხმარებათ :)) მოადუღეთ ყავა და დაურეკეთ მეგობრებს :)


მასალა:
4 ჩ.კ. ნალექიანი ყავა

4 ჩ.კ. შაქარი (გემოვნებით შეამცირეთ ან გაზარდეთ)
4 ყავის ჭიქა წყალი
1 ჩ.კ. ხსნადი ყავა
1 ჩ.კ. შაქარი

მომზადება:
მოვადუღოთ ნალექიანი ყავა ჩვეულებრივ. ავთქვიფოთ ხსნადი ყავა გათეთრებამდე. ნალექიანი ყავა გავანაწილოთ 4 ყავის ჭიქაში და ზემოდან დავადოთ ათქვეფილი ყავა... სულ ესაა :) მარტივი და გემრიელი <3



No comments:

Post a Comment