2013-04-08

Pancake/ფენქეიქები

დღეს ძალიან გემრიელი, მარტივი და სწრაფი ფენქეიქების რეცეპტს გთავაზობთ. მოსამზადებლად მაქსიმუმ 20 წუთი დაგჭირდებათ. ფენქეიქებს ათასწლეულების წინ ამზადებდნენ ძველი ბერძნები. დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში შეხვდებით ფენქეიქებს, ცოტა განსხვავებული ვიზუალით და სახელწოდებით, თუმცა ძირითადი ინგრედიენტები ყველგან ერთია.




მასალა: 
1 კვერცხი

3/4 ჩ.ჭ. რძე/მაწონი
2 ს.კ. გამდნარი მარგარინი
1 ს.კ. შაქარი
1 შაქრიანი ვანილი (ვანილინი)
1 ჩ.ჭ. ფქვილი
3 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
1/2 ჩ.კ. მარილი

მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მაწონი/რძე, გამდნარი მარგარინი, ვანილი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. შემდეგ დაუმატეთ შაქარი, ცომის საფხვიერებლი, მარილი და ფქვილი (თუ მაწონს გამოიყენებთ ფქვილის დოზა ცოტა შეამცირეთ, უნდა მიიღოთ დასასხმელი მასა) მოამზადეთ ცომი. გააცხელეთ ტაფა ცეცხლზე, წაუსვით ცხიმი, არ მოასხათ! რამდენიმე ნაწილად გაყავით ცომი და გამოაცხვეთ. ცხვება რამდენიმე წუთში, სჭირდება ამობრუნება. ამიტომ ყურადრება მიაქციეთ ცხობისას :)

მომზადებულ ფენქეიქებს წაუსვით ჯემი ან სასურველი კრემი.

No comments:

Post a Comment