2013-04-17

მიწისთხილის კარაქი

მიწისთხილის კარაქი მრავალ ქვეყანაშია პოპულარული, განსაკუთრებით კი - აშშ-ში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეტსა და აზიის რამდენიმე ნაწილში-ფილიპინებსა და ინდონეზიაში. საქართველოში ვერ გეტყვით, რომ ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ შეძენა. სახლში მომზადებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება და იგივე გემო აქვს, თან ყველანაირი ზედმეტი დანამატების გარეშეა, რაც კიდევ ერთი პლუსია :) ძალიან გემრიელია ვაშლთან და ქიშმიშთან ერთად, სცადეთ! <3



მასალა:
250 გ. მიწისთხილი
2 ს.კ. შაქრის პუდრა
1 მწიკვი მარილი

მომზადება:
მიწისთხილი მოხალეთ, გააგრილეთ და გაფრცქვენით. ჩაყარეთ ბლენდერში ან კომბაინში.




ჩართეთ და რომ დაქუცმაცდება დაამატეთ შაქრის პუდრა და მარილი. კვლავ ჩართეთ და მანამ არ გამორთოთ სანამ თხელ მასას არ მიიღებთ. გადაიტანეთ რაიმე ჭურჭელში და შედგით საყინულეში ცოტახნით გასამაგრებლად.


No comments:

Post a Comment