კარგია საკუთარი თავის გემრიელი საჭმლითა და ტკბილეულით განებივრება, მაგრამ ხშირად შედეგი რასაც ეს იწვევს დაგვაფიქრებს ხოლმე. :) ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რა მოვუხერხოთ ზედმეტ კილოგრამებს. ყველაფერი აუცილებელია ისე გავაკეთოთ, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ. წარმოგიდგენთ სტატიას:
10 ოქროს წესი ჯანსაღად წონის დასაკლებად
წესი პირველი: რადიკალურად
ნუ შეამცირებთ კალორიების რაოდენობას
თუ ორგანიზმი არაა საკმარისად
ნაკვები, ის ანელებს მეტაბოლიზმს და ქმნის ცხიმის სარეზერვო მარაგს, რათა შეეჩვიოს
მკაცრ პირობებს. შიმშილი მხოლოდ ამცირებს კატაბოლიზმს, ამიტომ დიეტით წონის დაკლების შემდეგ, როცა ადამიანი უბრუნდება
ნორმალურ კვებას, ის იმატებს უფრო მეტად. შეეცადეთ ჭამოთ ორი მესამედი საკვები იმის,
რასაც ჩვეულებრივ იღებთ. გამოიანგარიშეთ რა მინიმალური რაოდენობა კალორიების გესაჭიროებათ
და არ ჩამოცდეთ ამ მნიშვნელობას. ზრდასრულ ორგნიზმს ესაჭიროება 1 კკალ 1 კილოგრამზე
1 საათში, რომ შეინარჩუნოს სასიცოცხლო პროცესები.
წესი მეორე: ნუ ივარჯიშებთ შიმშილში
საკვები შეიძლება იყოს
პატარა და ეფექტური. საუკეთესო ვარიანტია ჭამოთ ყოველ 3-4 საათში პატარ-პატარა ულუფებით ან მიირთვათ მხოლოდ ხილი ან ყველის პატარა ნაჭერი.
საკვების მიღებამ დიდი პაუზებით, შეიძლება გამოიწვიოს ინსულინის ჭარბი სეკრეცია, რისი
შედეგიცაა ცხიმის აკუმულირება.
წესი მესამე: ერიდეთ
დამუშავებულ ინდუსტრიულ მაკარონს
ისინი შეიცავენ გაწმენდილ
ფქვილსა და შაქარს, რომლებსაც ორგანიზმი ძალიან სწრაფად შეიწოვს, რის შედეგადაც ძლიერდება
ინსულინის სეკრეცია. ამის საპირისპიროდ თავს ნუ აარიდებთ ფქვილს და მთლიანად მარცვლეულს-შავი
პური, მთელი მარცვლეულის ფანტელები. მაკარონი მზადდება ხორბლისა და ბრინჯისგან. გარკვეული
რაოდენობა ვიტამინებისა და მინერალების აუცილებელია ორგანიზმისათვის. ზომიერად მოხმარება,
არაა საშიში წონის დაკარგვისთვის.
წესი მეოთხე: მიიღე
ჯანსაღი ცხიმი
თავს ნუ აარიდებ ჯანსაღ
ცხიმს, მაგალითად ისეთს, როგორსაც შეიცავს თევზის ხორცი, კაკლის ან მზესუმზირის ზეთი.
განსაკუთრებით ჯანსაღ ცხიმს შეიცავს ზეითუნის ზეთი. ჯანსაღი ცხიმები არის სასარგებლო
მრავალი თვალსაზრისით და აუცილებელი, რადგან ზოგიერთი ხსნადი-ცხიმის ვიტამინები(A;D;K;E) არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ამიტომ ამ ვიტამინებს
სჭირდებათ ცხიმი, რომ ორგანიზმმა შიწოვოს.
წესი მეხუთე: ჭამე ნაკლე ნახშირწყლები და აანაზღაურე ცილების დეფიციტი
ეს წესი არ ვრცელდება
ექსტრემალურ სიტუაციებში, რადგან ნახშირწყლები არის ენერგიის ძირითადი წყარო სხეულისთვის
და ერთადერთი ენერგორესურსი ტვინისთვის. მეორეს
მხრივ, პროტეინებზე დაფუძნებულმა დიეტამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაავადება. სათანადო
დიეტა სამივე სახის საკვებ ნივთიერებებს უნდა თანაბრად შეიცავდეს: 33 % კარბონატები,
33% პროტეინები და 33 % ცხიმები.
წესი მეექვსე: თავი აარიდეთ კომბინაციას ნახშირწყლებსა სა ცხიმებს
შორის
ეს არის ყველაზე მავნე
კომბინაცია კვებაში და სამწუხაროდ ყველაზე გავრცელებულია ჩვენს რეგულარულ კვებაში.
სენდვიჩები სოსისით ან ყველით, პიცა, მაკარონი ყველით ან ხორცით, კარტოფილი ფრი, კარტოფილი
და ხორცი ან ბრინჯი ერთად- ყველა ზემოდჩამოთვლილი არის დამღუპველი ჩვენი წონის ბალანსირებისათვის.
მაკარონი შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულთან ერთად, ხორციც ბოსტნეულთან, გამონაკლისია
კარტოფილი, სიმინდი, ლობიო და ბარდა. საფრთხილოა სტაფილოც, რადგან მეტ შაქარს შეიცავს.
წესი მეშვიდე: მიიღე
ნახშირწყლები დილით და ცხიმები შუადღით
ეს შენ შეგავსებს მთლიანად
ენერგიით დილით, როცა ორგანიზმს სჭირდება „საწვავი“ და ინსულინის მარაგს მთლიანად მოიხმარს და არ შეინახება.
წესი მერვე: აარჩიე
საკვების რაოდენობა და ნუ დაარღვევ მას
ჭამე შიმშილის გამო და
არა ვნების. გახსოვდეთ რომ „სისრულის“ გრძნობას განიცდით ცოტა მოგვიანებით, ამიტომ შეწყვიტეთ ჭამა, როცა
იგრძნობთ რომ თქვენი კუჭი სავსეა.
წესი მეცხრე: ივარჯიშე
აერობული ვარჯიშები-სირბილის
ჩათვლით-ველოსიპედით სიარული წვავს ცხიმებს.
წესი მეათე: ივარჯიშეთ
წონით
კუნთების განვითარება
ხელს შეუწყობს კატაბოლიზმს, რადგან კუნთები არიან
ენერგიის უზარმაზარი მომხმარებლები,
განსხვავებით სხვა ქსოვილებისგან. მიიღე დანამატები- ეს ყოველთვის სასარგებლო და საჭიროა,რადგან
წონის დაკლება დიეტიც ორგანიზმს აშიმშილებს საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით. დანამატები
ასევე სასარგებლოა დიეტით წონის კლების დროს, ისინი შეიცავენ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს,
ამიტომ შეგიძლიათ შეამციროთ საჭმლის ოდენობა მათ ხარჯზე, შიშის გარეშე, რომ თქვენს
ორგანიზმს მოაკლებთ სასიცოცხლო ელემენტებს.
No comments:
Post a Comment