2013-03-14

chocolate chip cookies

chocolate chip cookies ეს არის ამერიკელების საყვარელი პეჩენია. მისი მომზდების რამდენიმე ვარიაცია არსებობს, თუმცა რამდენიმე ინგრედიენტი უცვლელია. კარაქი/მარგარინი, ყავისფერი და თეთრი შაქარი ერთად და შოკოლადის წვეთები. პეჩენია ძალიან ფქხვიერია, როდესაც გამოვაცხობთ მაშინ ჯერ რბილია, გაციებისას კი ნელ-ნელა ფხვიერდება, ამიტომ დიდხანს ნუ დატოვთ აირღუმელში თორემ დაგეწვებათ. ასევე ცომი გამოცხობისას ორმაგდება და ნუ დასვამთ დიდ ბურთულებს.


მასალა:
2 1/2 ჩ.ჭ. ფქვილი

1 ჩ.კ. სოდა
1/2 ჩ.კ. მარილი
250 გ კარაქი/მარგარინი
1 ჩ.ჭ. შაქარი
1/2 ჩ.ჭ. ყავისფერი შაქარი (თუ არ გაქვთ 1/4 ჩ.ჭ. თეთრ შაქარს+1/2 ს.კ. კაკაო)
2 დიდი კვერცხი
1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
250 გ შოკოლადის წვეთები (ან შოკოლადის ფილის ნატეხები)

მომზადება:

ჩავყაროთ მშრალი ინგრედიენტები და ავურიოთ. ცალკე ავთქვიფოთ მარგარინი/კარაქი და შაქარი (ორივენაირი) კრემისებური მასის მიღებამდე, დავამატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ და შემდეგ დავამატოთ ვანილის ექსტრაქტი. ნელა შევურიოთ ფქვილიანი მასა. დავამატოთ შოკოლადის წვეთები. დავსვათ საცხობ ფურცელზე. აირღუმელი გავაცხელოთ და ვაცხოთ იქამდე სანამ ოქროსფერი არ გახდება. გაითვალისწინეთ აღწერაში მოცემული რჩევები.



No comments:

Post a Comment