2015-09-02

ქოქოსის ნამცხვარი

დღეს არაჩვეულებრივი ნამცხვრის რეცეპტს გთავაზოთ. განსაკუთრებულია ყველაფრით, სჭირდება ცოტა ინგრედიენტი, ცოტა დრო, ძალიან სწრაფად მზადდება და, რაც ყველაზე მთავარია, არის უგემრიელესი. თუ ერთხელ სცდით, აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი ნამცხვარი. ჰაეროვანი ბისკვიტი და ასევე ჰაეროვანი ნაღების კრემი, ქოქოსის ფანტელების არომატით მშვენიერ კომბინაციას ქმნის. შეინახეთ ეს რეცეპტი, სცადეთ და ასიამოვნეთ საყვარელ ადამიანებს.



ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:
  • 4 კვერცხი
  • 200 გ. შაქარი ანუ 8 ს.კ.
  • 200 გ. დარბილებული კარაქი
  • 2 ს.კ. ნაღები
  • 1+1/3 ჩ,ჭ, ფქვილი
  • 1+1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ან 3/4 ჩ.კ. სოდა
  • ვანილი
კრემისთვის დაგჭირდებათ:
  • 250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები (33%+)
  • 3-4 ს.კ. შაქრის პუდრა
  • ცოტა ვანილი
50 გ. ქოქოსის ფანტელი ზემოდან მოსაყრელად.

მომზადება:
  • კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ, როცა კრემისებურ მასას მიიღებთ სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, თან განუწყვეტლივ თქვიფეთ. 
  • შემდეგ შეათქვიფეთ ვანილი და 2 ს.კ. ნაღები.
  • ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე თასში აურიეთ, შემდეგ კი ჩააცერით კვერცხიან მასას. ხელის სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს.
  • საცხობ ფორმას (28 სმ. დიამეტრის) წაუსვით ცხიმი, ცომი გაანაწილეთ და ცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  • კრემის მოსამზადებლად, ნაღები უნდა იყოს კარგად გაციებული და აუცილებლად მაღალპროცენტიანი. ნაღები ათქვიფეთ მაღალი სიჩქარით, როცა შესქელდება დაუმატეთ შაქრის პუდრა და ვანილი. კარგად ათქვიფეთ კრემისებური კონსტიტენციის მიღებამდე.
  • გაციებულ ბისკვიტს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები. უგემრიელესი ნამცხვარი მზადაა! <3

No comments:

Post a Comment