Showing posts with label დესერტები. Show all posts
Showing posts with label დესერტები. Show all posts

2014-11-22

მარტივი რულეტი ჯემით

თუ ცოტა დრო გაქვთ, მაგრამ გემრიელი ნამცხვრის მომზადება გსურთ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა. ამ რულეტისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი, შედეგი კი ნამდვილად მოგხიბლავთ. ჯემი შეგიაძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, გემოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით.


2014-09-27

ლიმონის ტარტი ბეზეთი

ძალიან დამიგვიანდა ამ რეცეპტის დადება, მაგრამ როგორც ამბობენ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს )) უცხოურ 'ფუდბლოგებზე' ხშირად შეხვდებით ამ უგემრიელესი დესერტის ფოტოებს. ბებიის რეცეპტებს მიეკუთვნება. საკმაოდ მარტივი მოსამადებელია. ცომი შეგიძლიათ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ, შემდეგ კი გამოიყენოთ მაშინ, როცა სწრაფად გენდომებათ დესერტის მომზადება.


2014-09-09

ნიგვზიანი ნამცხვარი დარიჩინის არომატით

 ინგლისურ ენოვან ფუდ-ბლოგზე, სადაც ამ ნამცხვრის რეცეპტი ვნახე ასეთი სახელი ერქვა:"Double crumb cinnamon streusel coffee cake". ინგრედიენტები რამდენჯერმე გადავიკითხე, მაგრამ ყავა ვერ აღმოვაჩინე. ავტორი წინასიტყვაობაში წერდა:"ალბათ იკითხავთ რატომ ქვია ყავის ნამცხარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან უხდება ყავას". მეც დავეთანხმები. მართლაც შესანიშნავია როგორც ცივ, ასევე ცხელ ყავასთან ერთად.
ნამცვარი განსაკუთრებულია ჰაეროვანი და ფხვიერი ცომის კომბინაციით, რომელსაც საოცარ გემოს ანიჭებს ნიგვზიანი შიგთავზი დარიჩინის არომატით.


2014-08-31

შოკოლადის ნამცხვარი

დიდი ხანია ამ რეცეპტის დადება მინდა და როგორც იქნა თავი მოვაბი. იმედი მაქვს მოამზადებთ, რათა თავად დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს ნამცხვარი საოცრად გემრიელია. ბისკვიტი ნამდვილად აღმოჩენაა ჩემთვის, პირში დნება. კრემი შოკოლადის პუდინგითაა მომზადებული და ისიც უგემრიელესია. მოკლედ, ბევრს აღარ დავწერ როგორი გემრიელია ნამცხვარი და რეცეპტზე გადავალ.


2014-08-29

შოკოლადი ქოქოსით

სოფელში გატარებული დრო ტყუილად არ დამიკარგავს, ყოველდღე რაღაც ახალს ვაკეთებდი, რომ თქვენთვის გამეზიარებინა და ბევრი კარგი, გემრიელი რეცეპტიც დამიგროვდა.
დღევანდელი რეცეპტი ძალიან მარტივია, ამაში თავადაც დარწმუნდებით თუ კითხვას განაგრძობთ :)


2014-08-25

შოკოლადის სუფლე-უგემრიელესი დესერტი

შოკოლადის და ტკბილეულის მოყვარულებო ეს დესერტი ნამდვილად მოგეწონებათ. <3 სუფლე მარტივად მზადდება, თან არც დიდ დროს არ მოითხოვს. რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ ამ უგემრიელესი დესერტისთვის.


2014-08-20

შოკოლადის პუდინგი

შოკოდის პუდინგი საკმაოდ პოპულარული დესერტია აშშ-ში, კანადაში, შვედეთში, აღმოსავლეთ და სახრეთ აღმოსავლეთ აზიაში. მზადდება სწრაფად და მარტივად. მისი გამოყენება შეგიძლიათ ნამცხვრებშიც ან თუ გნებავთ პირდაპირ მიირთვით. ამ დღეებში დავდებ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს, რომლის კრემიც შოკოლადის პუდინგისგან მოვამზადე.


2014-08-19

საზამთროს სორბე

     უკვე შემაწუხებლად ცხელა, იმისათვის რომ გაგრილდეთ ამ მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ. იმდენად მცირე ძალისხმევას მოითხოვს მისი მომზადება, რომ ვფიქრობ არ დაიზარებთ, გააკეთებთ და გაგრილდებით. კალორიებზე ღელვაც არ მოგიწევთ, ხილის ნაყინი-სორბე საკმაოდ დაბალკალორიულია.
     შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა ხილისგან შემდეგი რეცეპტით. :))


2014-08-05

მაფინები მაყვლითა და შვრიით

კიდევ ერთი მარტივი დესერტის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც სწრაფად მზადდება. ძალიან არომატული და გემრიელია. მოცემული პროპორციებით დაახლოებით 25 ცალი გამოდის.


2014-08-04

მაყვლის ტარტი

ზაფხულში არომატული და გემრიელი დესერტების მომზადება ბევრად ადვილია, რადგან უამრავი ხილი შემოდის. დღევანდელი რეცეპტი ძალიან მარტივია, სჭირდება რამდენიმე ინგრედიენტი, ცოტა დრო და შედარებით დაბალკალორიულია. რაც შეეხება გემოს, განსხვავებულია, მაყვლის მომჟავო და ტარტის ბისკვიტის ოდნავ მარილიანი გემო ძალიან უხდება ერთმანეთს. თბილ დესერტს თუ ნაყინთან ერთად მიირთმევთ კიდევ უფრო მეტად მოგეწონებათ.


2014-07-29

ატმის ტრაიფლი (ჩინური (ინდური) ტორტი)-უგემრიელესია

საკმაოდ დიდხნიანი პაუზა მქონდა ბლოგზე, რადგან 3 კვირა ვიყავი "ბაქსვუდის" საზაფხულო სკოლაში. ძალიან კარგი დრო გავატარე. დავბრუნდი და ბევრ ახალ, გემრიელ რეცეპტს გაგიზიარებთ.
ატმის ტრაიფლი არის უგემრიელესი დესერტი, რომელიც ადვილად მზადდება. ზაფხულისთვის შესაფერისია. მოამზადეთ და ისიამოვნეთ.


2014-06-22

ჰაეროვანი კექსი მარწყვითა და ალუბლით

ზაფხულში გემრიელი და არომატული დესერტის მომზადება ძალიან მარტივია. სხვადასხვა კექსის ცომს დაამატეთ საყვარელი ხილი და სულ რაღაც 1 საათში უგემრიელესი დესერტიც მზად იქნება. ეს კექსი საკმაოდ ადვილად მზადდება და უგემრიელესია, მარწყვის სურნელი გამოცხობისას უკვე იგრნობა.




2014-06-06

ფრანგული კრეპი

ფრანგული სამზარეულო გამოირჩევა უგემრიელესი დესერტებით. კრეპები მარტივი მოსამზადებელია, სასურველი შიგთავსით მიირთვით საუზმედ ან დესერტად. მომზადებისთვის ცოტა დრო დაგჭირდებათ და სულ რამდენიმე ინგრედიენტი. შიგთავსისთვის მე ნუტელა და ქოქოსის ფანტელები გამოვიყენე. ხშირად იყენებენ ნაღების კრემსა და სხვადასხვა ხილს.



2014-05-30

დარიჩინის ხვეულები

ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია დარიჩინის ხვეულები, "cinnamon rolls". მათი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს. მე ეს რეცეპტი ავარჩიე და ძალიან მომეწონა. მარტივია, ცომი შესანიშნავი გამოვიდა, საკმაოდ მოიმატა მოცულობაში. რაც შეეხება გემოს, დამიჯერეთ უგემრიელესია. სცადეთ, მოგეწონებათ. მიყევით რეცეპტს ზედმიწევნით და კარგ შედეგს მიიღებთ.


2014-05-24

მარწყვის "ქაფქეიქები"

ბოლო პერიოდია, თითქმის მთელი გაზაფხული, ვეღარ ვაქტიურობ ბლოგზე, რაც   სტატისტიკასაც დაეტყო, საკმაოდ დაიწია. რათქმაუნდა არ მომწონს, მაქსიმუმ 1 თვე გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა, შემდეგ კი ბევრ ძალიან კარგ რეცეპტს გაგიზიარებთ. ახლა ამ გემრიელ "ქაფქეიქებზე" მოგიყვებით. მინდოდა რამე მარწყვით გამეკეთებინა, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ეს რეცეპტი ავარჩიე.
ბისკვიტი იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლიათ კრემი სულაც არ გაუკეთოთ და როგორც მაფინები ისე მიირთვათ.


2014-04-23

ბრაუნი

დიდი მარხვის შემდეგ პირველ რეცეპტს ვდებ. ბრაუნი ალბათ ბევრი თქვენგანისთვის საყვარელი ნამცხვარია. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, არც დიდ დროს წაგართმევთ. მაქსიმუმ 1 საათში უგემრიელესი დესერტით ისიამოვნებთ. ნაყინთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია.



2014-02-28

მაფინები ვაშლითა და ნიგვზით

მაფინები საკმაოდ მარტივი და გემრიელი დესერტია. რამდენიმე განსხვავებული რეცეპტი შეგიძლიათ ლინკზე იხილოთ მაფინები
დღევანდელი რეცეპტიც საკმაოდ  მარტივი და უგემრიელესია. მოსამზადებლად კი 1 საათსაც არ წაგართმევთ.


2014-02-18

ვაშლის ნამცხვარი ფხვიერი ზედაპირით

ვაშლის დესერტების საოცარ არომატზე ადრეც დამიწერია და ორი სხვა რეცეპტიც შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე. დდღევანდელი რეცეპტის აღწერისასაც მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნამცხვარი ძალიან გემრიელია, ვაშლის, ლიმონის ცედრისა და დარიჩინის შესანიშნავი არომატით სავსე, ჰაეროვანი ბისკვიტითა და ფხვიერი ზედაპირით. მომზადება საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ მოამზადოთ და ისიამოვნოთ.


2014-01-18

შოკოლადის ნამცხვარი–ვიდეო რეცეპტი

მესამე ვიდეო რეცეპტი ბლოგზე, მე პირადად ძალიან მომწონს და დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგეწონებათ. ზაფხულის არდადეგებიდან შემორჩენილი რეცეპტი, ვიდეობით, რომლისგანაც ერთი კარგი ვიდეო რეცეპტის გაკეთება სულ მინდოდა, როგორც იქნა მზადაა. რაც შეეხება თვითონ ნამცხვარს, დამიჯერეთ უგემრიელესია. გაციებულ ნამცხვარს შეგიძლიათ შოკოლადის მინანქარიც მოასხათ.




2014-01-14

მიწისთხილის კარაქი შოკოლადში

თუ მიწისთხილის კრაქი თქვენც გიყვართ, მაშინ ეს მარტივი და უგემრიელესი დესერტი აუცილებლად მოგეწონებათ, სულ 4 იდგრედიენტი დაგჭირდებათ და სულ ცოტაოდენი ძალისხმევა მის მოსამზადებლად. მიწისთხილის კარაქი შეგიძლიათ თავადვე მოამზადოთ, საკმაოდ მარტივად. რეცეპტი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ – მიწისთხილის კარაქის რეცეპტი