2014-08-25

შოკოლადის სუფლე-უგემრიელესი დესერტი

შოკოლადის და ტკბილეულის მოყვარულებო ეს დესერტი ნამდვილად მოგეწონებათ. <3 სუფლე მარტივად მზადდება, თან არც დიდ დროს არ მოითხოვს. რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ ამ უგემრიელესი დესერტისთვის.


ინგრედიენტები:
4 კვერცხი
3 ს.კ. შაქარი
120 გ. შოკოლადი
50 გ. კარაქი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი

მომზადება:

  •  კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. 
  • ცილები ავთქვიფოთ. როცა მყარ მასას მივიღებთ ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი და ვანილი მიქსერის დაბალი სიჩქარით.
  • კვერცხის გულები ცალკე ოდნავ ავთქვიფოთ.
  • შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლზე.
  • გამდნარ შოკოლადს დავამატოთ კვერცხის გულები და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.
  • მიღებული ორი მასა ერთმანეთს შევურიოთ.
  • გავანაწილოთ ჭიქებში (უნდა იყოს ცეცხლგამძლე)  2/3ზე, გამოცხობისას ამოფუვდება.
  • გამოვაცხოთ 175°C-ზე 20-25 წუთი.


No comments:

Post a Comment