2016-01-06

სოკოს "კუჭმაჭი" მჭადის კალათებში

             გილოცავთ შობა-ახალ წელს! ტკბილი, გემრიელი და ბედნიერი ყოფილიყოს 2016 წელი თქვენთვის. ამ წელს პირველ რეცეპტს ვდებ. ეს არის ძალიან გემრიელი, სამარხვო სოკოს „კუჭმაჭი“ სანელებიანი მჭადის კალათებში. ფაქტობრივად ეს პოსტი 2 ახალ რეცეპტს აერთიანებს. მართალია ახლა მარხვა მთავრდება, მაგრამ აღდგომის მარხვისთვის გამოგადგებათ ან თუ სოკო გიყვართ შეგიძლიათ ახლაც მოამზადოთ.




         დაგჭირდებათ:

 კუჭმაჭისთვის:

  • 1 კგ. ხის სოკო
  • 250 გ. დაფქული ნიგოზი
  • 1 ჩ,კ, ქინძის სუნელი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 ჩ.კ. სვანური მარილი
  • პილპილი, წითელი წიწაკა, დამატებით მარილი თქვენი გემოვნებით
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • 1/4 ბროწეულის მარცვლები
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • ცოტა წყალი, დაახლოებით 1-2 ს.კ.
  მჭადის კალათებისთვის:
  • 1 კგ. მჭადის ფქვილი
  • 100-140 გ. მარგარინი/სამარხვო კარაქი
  • 250 მლ. ცხელი წყალი
  • 2 მწიკვი სოდა
  • 4 ჩ.კ. სვანური მარილი
  • 2 ჩ,კ. ორეგანო (იგივე თავშავა)
  • ზეთი ფორმისთვის
  • მარილი გემოვნებით 
  მომზადება:
  • ხის სოკო გაარჩიეთ და მოხარშეთ. გაავლეთ ცივი წყალი და დაჭერით წვრილად.
  • ნიგოზი, სუნელები, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი (ჩააჭყლიტეთ, გახეხეთ ან წვრილად დაჭერით), მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა ერთად აურიეთ და ამის შემდეგ დაამატეთ სოკოს. 
  • მოასხით ლიმონის წვენი და აურიეთ. მასა უნდა იყოს სველი. ამიტომ თუ საჭიროდ ჩათვლით წყალიც დაუმატეთ. 
  • მოაყარეთ ბროწეულის მარცვლებიც და აურიეთ.
  • მჭადის ფქვილში აურიეთ ყველა მშრალი ინდგერიენტი, ჩაახეხეთ მარგარინი და აურიეთ. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. ბოლოს დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი.
  • ტარტალეტკის ფორმებს წაუსვით ზეთი და მჭადის გუნდები გაანაწილეთ. ამოიყვანეთ გვერდებზე. მიეცით თასის ფორმა. 
  • გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
  • ბოლოს მჭადის კალათებში გაანაწილეთ სოკოს "კუჭმაჭი". ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მორთოთ მწვანილით.