2013-03-17

სამარხვო პეჩენიები

ალბათ რამდენჯერ ყოფილა, რომ რამე ტკბილი და გემტიელი მოგდომებიათ. სახლში არაფერი ყოფილა, არც იმდენი ინგრედიენტი გქონიათ რომ რამე გაგეკეთებინათ. ანდაც დაგზარებიათ. ეს პეჩენია უგემრიელესია, რბილი და არომატული, სჭირდება ისეთი მასალა, რომელიც სახლში ყოველთვის მოგვეპოვება და მომზადებასაც მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება.


მასალა:
12 ს.კ. წყალი

6 ს.კ. შაქარი
12 ს.კ. მურაბა/ჯემი
12 ს.კ. ზეთი
1 1/2 ჩ.კ. სოდა
1 1/2 ს.კ. ძმარი
ცოტა ვანილი
ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი

მომზადება:
წყალში გახსენით შაქარი, დაამატეთ ჯემი, მე შინდის ჯემი გამოვიყენე, ძალიან კარგ არომატს სძენს, კარგად აურიეთ. ერთიან მასას რომ მიიღებთ დაამატეთ ზეთი და კარგად შეურიეთ. სოდა ძმარში გახსენით და დაამატეთ და აურიეთ, ცომი რომ "აქაფდება" დაუმატეთ ცოდაოდენი ვანილი. შემდეგ შეაზილეთ ფქვილი. არაჟნის სისქის მასას რომ მიიღებთ, ცომი კოვზით გაანაწილეთ ფქვილმოყრილ საცხობ ტაფაზე. ღუმელი გააცხელეთ და გამოაცხეთ. ცხვება დაახლოებით 15-20 წუთი.