გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ბედნიერებისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის.
ახალ წელს ლამაზი და ორიგინალური კერძები უხდება და, რა თქმა უნდა, გემრიელი. ასე გამომცხვარი კერძი ზუსტად შეეფერება საახალწლო სუფრას. საკმაოდ მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია. თევზი გამოდის წვნიანი და არომატული. მწვანილი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით აარჩიოთ.
დაგჭირდებათ:
- 2 დიდი კალმახი
- 1/3 კონა კამა
- 1/3 კონა ოხრახუში
- 2 ლიმონი (მრგვლად დაჭრილი)
- მარილი, პილპილი, პაპრიკა გემოვნებით
- 2 ჩ.კ. ორეგანო
- ზეთი
- 1 პატარა თავი ხახვი
- 3-4 კბილი ნიორი
მომზადება:
- თევზი გაასუფთავეთ და ერთ-ერთ მხარეს დასერეთ ღრმად. (ისე როგორც ფოტოზეა)
- თევზს მოაყარეთ მარილი, პილპილი, ორეგანო და პაპრიკა ყველა მხრიდან. შიგნით ჩააწურეთ ლიმონი და მწვანილებთან, ხახვთან და ნიორთან ერთად ჩააწყვეთ. ცოტა ზეთიც წაუსვით. ლიმონის ნაჭრები ჩააწყვეთ დასერილ ადგილებშიც.
- ბოლოს ფორმას მოასხით ზეთი და გადაიტანეთ თევზი, ზეთი ზემოდანაც კარგად წაუსვით თევზს.
- გამოაცხვეთ 175-180 გრადუსზე 15-17 წუთი.
No comments:
Post a Comment