2015-12-26

ტირამისუ

       ტირამისუ ცნობილი იტალიური დესერტია. სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "ამიტაცე". ძალიან ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვარია. მრავალი წყაროს მიხედვით მისი წარმოშობა 1960-იან წლებს უკავშირდება. ზოგიერთი მასალის მიხედვით კი პირველად მე-17 საუკუნეში მოუმზადებიათ. ტრადიციული ტირამისუს ინგრედიენტების ჩამონათვალი მცირეა: სავოიარდის ჩხირები, კვერცხის გულები, შაქარი, ყავა, მასკარპონე და კაკაო. ის არ შეიცავს ლიქიორსა და კვერცხის ცილას ჩვენი დღევანდელი რეცეპტისგან განსხვავებით.




ინგრედიენტები:

  • 400 გ. სავოიარდის ჩხირები
  • 500 გ. მასკარპონენ (ოთახის ტემპერატურის)
  • 1-2 ს.კ. ყავის ლიქიორი
  • 2 ჩ.ჭ. ყავა (4 ჩ.კ. ყავა+500 მლ.წყალი)
  • 5 კვერცხი
  • 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
მომზადება:
  • კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. გულები 1/4 ჩ,ჭ, შაქართან ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. დადგით ორთქლის აბაზანაზე და განაგრძეთ თქვეფა რამდენიმე წუთით.
  • ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა, როცა ღრუბლისებრ მასას მიიღებთ ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი შაქარი და განაგრძეთ თქვეფა.
  • მასკარპონე კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხის გულიანი მასა, კვლავ ათქვიფეთ, ბოლოს კი ბეზე დაამატეთ. ფრთხილად ამოურიეთ სილიკონის ნიჩბით.
  • ყავას დაუმატეთ ლიქიორი და სავოიარდის ჩხირეები დაასველეთ, ძალიან ნუ დაასველებთ, თორემ ჩაიშლება. ფორმაში მოათავსეთ ჩხირები, წაუსვით ნახევარი კრემი, მოაფრქვიეთ 1 ს.კ. კაკაო და შემდეგ მეორე ფენაც ასე მოამზადეთ. 
  • ტირამისუ შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.


No comments:

Post a Comment