2013-03-19

სოიოს კატლეტი

ვაგრძელებ სამარხვო კერძების დადებას, რადგან იმედი მაქვს ბლოგის მკითხველთა დიდი ნაწილი მარხვაზეა და დავეხმარები, რომ მოიფიქრონ რა მოამზადონ. სოიოს კატლეტი მშვენიერი არჩევანია, მზადდება იგივენაირად როგორც ჩვეულებრივი ხორცის კატლეტი, თუმცა მთლიან რეცეპტს მაინც შემოგთავაზებთ.



მასალა:
500 გ სოიო

150 გ პური
2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
მარილი, წითელი დაფქული წიწაკა, ოხრახუში, ქინძი გემოვნებით
ფქვილი (საფანელად)
ზეთი (შესაწვავად)

მომზადება:
სოიო გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ წყალი გადაუწურეთ და სოიო გაწურეთ. სოიო, დამბარი პური, ხახვი, მწვანილი, ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან კომბაინში. შემდეგ შევაზავოთ მარილითა და წითელი წიწაკით. მიღებული მასას მივცეთ კატლეტის ფორმა, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. 



No comments:

Post a Comment