2016-01-21

ვაშლის არაჩვეულებრივი ნამცხვარი

       ეს ნამცხვარი არაჩვეულებრივია იმის მიუხედავად, რომ არაფრით განსხვავდება სხვა კექსებისგან. და, რადგან მთავარი მაინც გემოა, ის ნამდვილად იმსახურებს ამ სახელწოდებას რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, სჭირდება ძალიან ცოტა დრო. მეორე, არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ინგრედიენტი და მესამე, უგემრიელესია. რაოდენ გასაკვირი და უცნაურიც არ უნდა იყოს, ნამცხვარს ბანანის გემო უფრო აქვს ვიდრე ვაშლის. ეს რამდენიმე ადამიანმა აღნიშნა :) მოკლედ, თუ ნამცხვრის გამოცხობას აპირებთ სცადეთ ეს რეცეპტი, ვფიქრობ, რომ მოგეწონებათ.

დაგჭირდებათ:
  • 4 კვერცხი
  • 1+1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 500 მლ. მაწონი
  • 100 გ. გამდნარი მარგარინი
  • 1 ჩ,კ. სოდა
  • ვანილინი
  • მწიკვი მიხაკი
  • მწიკვი მარილი
  • 3 ჩ.ჭ. ფქვილი
შიგთავსისთვის:
  • 4 დიდი ვაშლი
  • 30 გ. მარგარინი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • მწიკვი ვანილი ან 1/2 პაკეტი ვანილინი
  • მწიკვი მიხაკი
1 თხლად დაჭრილი ვაშლი ზემოდან დასაწყობად.

მომზადება:
  • კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და თქვეფა განაგრძეთ იქამდე, სანამ არ მიიღებთ თეთრ მასას.
  • მაწონში გახსენით სოდა და დაუმატეთ, ათქვიფეთ და გამდნარი მარგარინიც შეათქვიფეთ.
  • დაუმატეთ ვანილი და მიხაკი. შემდეგ ჩააცერით ფქვილი და ხელის სათქვეფით შეურიეთ. 
  • გახეხეთ ვაშლი, დაუმატეთ მარგარინი, შაქარი, ვანილი და მიხაკი. დადგით ცეცხლზე და მოშუშეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ ცეცხლზე.
  • საცხობ ტაფას წაუსვით ცხიმი, გადაიტანეთ ცომის ნახევარი, შემდეგ გაანაწილეთ შიგთავსის მასა და დარჩენილი ცომიც მოასხით. ბოლოს გაანაწილეთ თხლად დაჭრილი ვაშლი.
  • გამოაცხვეთ 180-190 გრადუსზე. დასჭირდება 30-35 წუთი. 

No comments:

Post a Comment