გაგისინჯავთ "ჰაშ-ბრაუნები"? ეს მაჭკატებიც მათი მსგავსია. ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. რეცეპტიც შეგიძლიათ თქვენი სურვილისა და შესაძლებლობების შესაბამისად შეცვალოთ, დაამატოთ ან მოაკლოთ რაიმე.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 800 გ, კარტოფილი
- 100 გ. გახეხილი ყველი
- 2 ჩ.კ. პაპრიკა
- 1 ჩ,კ. ორეგანო
- 1-2 ჩ.კ. სვანური პარილი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 1 ჩ.ჭ. ფქვილი
- ზეთი შესაწვავად
მომზადება:
- კარტოფილი გათალეთ, გარეცხეთ და გახეხეთ.დაუმატეთ გახეხილი ყველი, სუნელები, და ფქვილი. აქციეთ ერთიან მასად.
- ტაფაზე დაასხით ზეთი და გააცხელეთ, კოვზით გაანაწილეთ მასა. შეწვით ორივე მხრიდან.
მიირთვით თბილი <3
No comments:
Post a Comment