2014-08-26

ხაჭაპური მაწვნიანი ცომით (ვიდეო რეცეპტი)

უგემრიელესი ხაჭაპურის ვიდეო რეცეპტს გთავაზობთ, ვფიქრობ მოგეწონებათ.

დაგჭირდებათ:

  • 1 მთლიანი კვერცხი + 2 კვერცხის ცილა
  • 250 გ. გამდნარი მარგარინი
  • 500 მლ. მაწონი + 1 ჩ.კ. სოდა
  • 6-7 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 600 გ. გახეხილი ყველი
  • 2 კვერცხის გული (ზემოდან წასასმელად)
მომზადება:


  • კვერცხი გამდნარ მარგარინთან ერთად ათქვიფეთ.
  • სოდა გახსენით მაწონში და კვერცხიან მასას დაუმატეთ. კარგად შეურიეთ. 
  • ჩააცერით ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. შემდეგ ჩაის ტილო გადააფარეთ და 1 საათი გააჩერეთ.
  • ცომი გაყავით ორ ნაწილად, პირველი ნაწილი  გააბრტყელეთ, მოაყარეთ ყველი. მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ და ზემოდან დაადეთ. 
  • ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით.
  • გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.