2015-07-15

ალუბლის ლიმონათი

ალუბლის ლიმონათი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ტკბილს მომჟავო, არომატულ გემოს ამჯობინებენ.. თუმცა თუ თქვენ მაინც ტკბილი სასმელები გიყვართ, შეგიძლიათ რეცეპტში მითითებული შაქრის რაოდენობა გემოვნების მიხედვით შეცვალოთ.

დაგჭირდებათ:
  • 1+1/2 ჩ.ჭ. კურკაგამოცლილი ალუბალი
  • 3  ჩ.ჭ. წყალი
  • 1/3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1 ლიმონი
მომზადება:
  • ლიმონი ოთხად გაჭერით, მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ ალუბალი, შაქარი, 1 ჩ.ჭ. წყალი და დააბლებდერეთ.
  • შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ დარჩენილი წყალი. მოურიეთ და მზადაა.

No comments:

Post a Comment