2015-07-12

გამომცხვარი ომლეტი

კიდევ ერთ მარტივ რეცეპტს გთავაზობთ გემრიელი საუზმის სწრაფად მოსამზადებლად. თქვენი გემოვნებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაუმატოთ. ასე მომზადებული ომლეტი ჯანსაღია, ცხიმის გარეშე, სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი.


დაგჭირდებათ:

  • 1 საშუალო ზომის პომიდორი
  • 70-100 გ. ყველი
  • მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა გემოვნებით
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. რძე ან ნაღები
მომზადება:
  • პომიდორი და ყველი დაჭერით კუბიკებად, გაანაწილეთ ფორმებში.
  • კვერცხი რძესთან/ნაღებთან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. მოასხით პომიდორსა და ყველს.
  • გამოაცხეთ 190 გრადუსზე. 12-15 წუთი საკმარისია.
 გემრიელად მიირთვით! <3

No comments:

Post a Comment