ბრუსკეტა იტალიურ სამზარეულოს მიეკუთვნება. მისი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს. ერთ-ერთ ვარიანტს დღეს გთავაზობთ. ძალიან სწრაფად კეთდება და სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ძალიან გემრიელია. აუცილებლად მოამზადეთ, თქვენს ოჯახის წევრებს მოეწონებათ <3
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 1 პური
- 3 საშუალო ზომის პომიდორი
- 150 გ. გახეხილი ყველი
- 8-10 რეჰანის ფოთოლი
- ზეთი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- 2 კბილი ნიორი
მომზადება:
- პომიდორი კუბიკებად, რეჰანი კი წვრილად დაჭერით და ერთად მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ცოტა ზეთი მოასხით. კარგად აურიეთ და გადადგით გვერდით.
- პური თხლად დაჭერით. წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. (თუ ყველი საკმარისად მარილიანია, მხოლოდ პილპილი). დააწყვეთ საცხობ ტაფაზე და შედგით აირღუმელში 200 გრადუსზე 5-10 წუთით,
- შემდეგ გამოიღეთ, წაუსვით ნიორი (შუაზე გაჭრილი).
- მოაყარეთ ყველი და შედგით კვლავ აირღუმელში. როცა ყველი გადნება გამოიღეთ და მოაყარეთ წინასწარ გამზადებული პომიდორი. მზადაა, გემრიელად მიირთვით <3
No comments:
Post a Comment