თუ მიწისთხილის კრაქი თქვენც გიყვართ, მაშინ ეს მარტივი და უგემრიელესი დესერტი აუცილებლად მოგეწონებათ, სულ 4 იდგრედიენტი დაგჭირდებათ და სულ ცოტაოდენი ძალისხმევა მის მოსამზადებლად. მიწისთხილის კარაქი შეგიძლიათ თავადვე მოამზადოთ, საკმაოდ მარტივად. რეცეპტი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ – მიწისთხილის კარაქის რეცეპტი .
500 გ. მიწისთხილის კარაქი
450 გ. შაქრის პუდრა
1/4 ჩ.ჭ. გამდნარი კარაქი
350 გ. შოკოლადი + 1 1,5 ს.კ. ზეთი ("ღილებს" რომ ეძახიან, გასადნობად და ამოსავლებად საუკეთესოა)
მომზადება:
მიწისთხილის კარაქს დაუმატეთ შაქრის პუდრა და გამდნარი კარაქი, კარგად აურიეთ, რომ სამივე ინგრედიენტი შეერიოს ერთმანეთს. შედგით საყინულეში ნახევარი საათი. გამოიღეთ, დაამრგვალეთ და კვლავ შედგით საყინულეში ნახევარი ან ერთი საათით. დროის გასვლის შემდეგ შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დაუმატეთ ზეთი. დამრგვალებული მიწისთხილის კარაქის ბურთები ამოავლეთ შოკოლადში, ჩანგლის ან ხის პატარა ჩხირის დახმარებით, დაალაგეთ ქაღალდზე გასაშრობად. (შრება საკმაოდ მალე, რამდენიმე წუთში)
სულ ესაა, გემრიელად მიირთვით!
No comments:
Post a Comment