2015-01-09

ნამცხვარი "სნიკერსი"

ცხობა ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. შეიძლება ბევრი თგვენგანისთვისაც ასეა. ნამცხვრის დაგემოვნებაზე მეტად, მომზადების პროცესი მაბედნიერებს. ცხობისადმი ჩემი დიდი სიყვარული ბლოგზეც ისახება. რეცეპტების უმეტესი ნაწილი ეკუთვნის კატეგორიას დესერტები. დღევანდელი რეცეპტი, ვფიქრობ, მოგეწონებათ, თუ მოამზადებთ. დამიჯერეთ, ძალიან გემრიელია! 


დაგჭირდებათ :

ბისკვიტისთვის:

  •  4 კვერცხი
  • 3 ჩ.ჭ. შაქარი
  • 6 ს.კ. კარაქი
  • 500 მლ. მაწონი
  • 2 ჩ.კ. სოდა
  • 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
  • 3 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 3 ს.კ. კაკაო

კრემისთვის:

  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე 
  • 200 გ. კარაქი (დარბილებული)
მინანქრისთვის:

  • 1,5 ს.კ. კაკაო
  • 2 ს.კ. რძე
  • 25 გ. კარაქი
  • 1/4 ჩ.ჭ. შაქარი 
+150 გრამი მოხალული მიწისთხილი


მომზადება:
ბისკვიტის: 
  • კვერცხი და შაქარი ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე.
  • კარაქი გავადნოთ და შევათქვიფოთ.
  • სოდა გავხსნათ მაწონში და დავამატოთ ათქვეფილ მასას. კარგად ავთქვიფოთ.
  • დავამატოთ ვანილი და შემდეგ ჩავაცრათ კაკაო და ფქვილი. კარგად ავურიოთ ხელის სათქვეფით.
  • საცხობ ფორმაზე დავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ ცხიმი. 
  • ცომისგან უნდა გამოვაცხოთ 2  ფირფიტა, ამიტომ ასე გავანაწილოთ ცხიმწასმულ საცხობ ქაღალდზე. 
  • გამოვაცხოთ 190 გრადუსზე.
კრემის:

  • კარაქი კარგად ავთქვიფოთ, როცა გათეთრდება ნელ-ნელა შევათქვიფოთ შესქელებული რძე. 

  • ნამცხვრის ორივე ფენას წავუსვათ კრემი,მოაყარეთ მიწისთხილი და ბოლოს მოაწუწოთ მინანქარი, რომელიც ასე მზადდება

მინანქრის მომზადება:

  • კაკაო, შაქარი, კარაქი და რძე მოათავსეთ პატარა ქვაბში ან ჯამში და აურიეთ. დადგით ცეცხლზე. როცა შაქარი გაიხსნება და ერთგვაროვან მასას მიირებთ მოასხით ნამცხვარს ზემოდან.









No comments:

Post a Comment