2014-08-04

მაყვლის ტარტი

ზაფხულში არომატული და გემრიელი დესერტების მომზადება ბევრად ადვილია, რადგან უამრავი ხილი შემოდის. დღევანდელი რეცეპტი ძალიან მარტივია, სჭირდება რამდენიმე ინგრედიენტი, ცოტა დრო და შედარებით დაბალკალორიულია. რაც შეეხება გემოს, განსხვავებულია, მაყვლის მომჟავო და ტარტის ბისკვიტის ოდნავ მარილიანი გემო ძალიან უხდება ერთმანეთს. თბილ დესერტს თუ ნაყინთან ერთად მიირთმევთ კიდევ უფრო მეტად მოგეწონებათ.




დაგჭირდებათ:
1 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. შაქარი
125 გ. კარაქი ან მარგარინი
2-3 ს.კ. ცივი წყალი

შიგთავსისთვის: 
4 ჩ.ჭ. მაყვალი
1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
ცოტა ვანილი

მომზადება:
ჯერ ვამზადებთ ცომს: ფქვილი, მარილი, შაქარი ერთად აურიეთ. დაამატეთ დარბილებული კარაქი/მარგარინი კუბებად დაჭრილი. ცომის მოსაზელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიქსერი, მაგრამ ხელით ბევრად მარტივია. ბოლოს დაამატეთ წყალი და მოზილეთ რბილი ცომი. გადაიტანეთ ცელოფანში და შედეთ საყინულეში 10 წუთით.

ამ დროს მოამზადეთ შიგთავსი. თასში მოათავსეთ 3 1/2 ჩ.ჭ. მაყვალი, ფქვილი, შაქარი და ვანილი. კოვზით კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

ცომი გააბრტყელეთ და გადაიტანეთ 28 სმ. დიამეტრის ტარტის ფორმაში. ზეგ გაანაწილეთ შიგთავსი, ზემოდამ მოაყარეთ დარჩენილი მაყვალი.

220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ვაცხოთ 15 წუთი, შემდეგ 190 გრადუსზე 20-25 წუთი.


მიირთვით თბილი ნაყინთან ერთად <3 

No comments:

Post a Comment