2014-08-05

მაფინები მაყვლითა და შვრიით

კიდევ ერთი მარტივი დესერტის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც სწრაფად მზადდება. ძალიან არომატული და გემრიელია. მოცემული პროპორციებით დაახლოებით 25 ცალი გამოდის.


დაგჭირდებათ:
1 ჩ.ჭ. შვრია
1 ჩ.ჭ. რძე
1 კვერცხი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
1/2 ჩ.ჭ. გამდნარი კარაქი/ზეთი
ვანილი
1 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.კ. სოდა
1/4 ჩ.კ. ჯავზი ანუ მუსკატის კაკალი
1/4 ჩ.კ. დარიჩინი
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.ჭ. მაყვალი

მომზადება:
შვრიას დაასხით რძე და გვერდზე გადადგით. ფქვილი, სოდა, ჯავზი, დარიჩინი და მარილი ერთად აურიეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და გამდნარ კარაქთან ერთად. დაამატეთ ვანილი, შემდეგ შვრია და ბოლოს ჩააცერით მშრალი ინგრედიენტები. ხელის სათქვეფით შეურიეთ ერთმანეთს. ბოლოს დაამატეთ მაყვალი.

ცომი გაანაწილეთ ფორმებში. თუ საცხობ ქაღალდებს ან სილიკონის ფორმებს გამოიყენებთ ცხიმის წასმა ფორმებისთვის აღარ დაგჭირდებათ.
გამოაცხეთ 200 გრადუსზე, დასჭირდება 20 წთ.

No comments:

Post a Comment