2013-02-22

პეჩენიები ფორთოხლის ცედრითა და ვანილით

ეს არის ძალიან ხრაშუნა, გემრიელი პეჩენიები.. მომზადებაც ადვილია.. კარგი იქნება თუ რაიმე ფორმებს გამოიყენებთ, მისი სილამაზე ხომ ამაშია :)

საჭირო მასალა:
225 გ ფქვილი

150 გ დარბილებული მარგარინი ან კარაქი
125 გ შაქრის პუდრა
3 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა
1 ცალი შაქრიანი ვანილი





მომზადება:
ფქვილი და მარგარინი/კარაქი კარგად ასრისეთ ერთმანეთში, უნდა მიიღოთ ფაშარი ცომი, დაამატეთ შაქრის პუდრა, ვანილი და ფორთოხლის ცედრა. კარგად აურიეთ. ნუ შეშინდებით რომ ცომი კარგად არ იკვრება, ასეც უნდა იყოს, რადგან შემდეგ კარაქი დნება და უკეთესად იკვრება. გააბრტყელეთ ფქვილ მოყრილ ფიცარზე 1 სმ სისქეზე და გამოჭერით სასურველი ფორმები. ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუსზე. საცხობ ტაფას მოაყარეთ ცოტა ფქვილი და გადაიტანეთ პეჩენიები. აცხვეთ 20-25 წუთი. ნუ დაბრაწავთ.


გემრიელდ მიირთვით!

No comments:

Post a Comment