2014-04-23

ბრაუნი

დიდი მარხვის შემდეგ პირველ რეცეპტს ვდებ. ბრაუნი ალბათ ბევრი თქვენგანისთვის საყვარელი ნამცხვარია. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, არც დიდ დროს წაგართმევთ. მაქსიმუმ 1 საათში უგემრიელესი დესერტით ისიამოვნებთ. ნაყინთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია.



მასალა :
170 გ. შავი შოკოლადი
12 ს.კ. კარაქი
1 2/3 ჩ.ჭ. შაქარი
4 კვერცხი
1 ჩ.კ. ვანილის ესენცია ან 1 შაქრიანი ვანილი
1/2 ჩ.კ. მარილი
2/3 ჩ.კ. სოდა
1 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი

მომზადება:
შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ გადმოდგით, დაამატეთ შაქარი და ხელის სათქვეფით შეურიეთ. შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცხი, კვლავ თქვიფეთ. ყველაფერი რო კარგად შეერევა დაამატეთ ვანილი, მარილი, ჩააცერით სოდა და ფქვილი და ხელის სათქვეფით შეურიეთ. ფორმას წაუსვით ცხიმი და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. (30-35 წუთი)






No comments:

Post a Comment