2014-05-21

გამომცხვარი კარტოფილი ყველითა და ძეხვით

ეს არის ძალიან მარტივი კერძი, ერთი შეხედვით დიდი არაფერია, მაგრამ დამიჯერეთ ნამდვილად გემრიელია. მცირეოდენ დროს წაგართმევთ, ამიტომ ნუ დაიზარებთ და სინჯეთ. თბილი კარგია, ცივიც ალბათ, ჩემთან გაცივება არ დასცალდა. :D მე ბევრს აღარ ვილაპარაკებ და ამ მარტივ რეცეპტეზე გადავალ, იმედი მაქვს მოგეწონებათ. <3


დაგჭირდებათ: კარტოფილი,
                                ყველი (გახეხილი)
                                ძეხვი (წვრილად დაჭრილი)
                                მწვანე ხახვი (წვრილად დაჭრილი)
                                კარაქი
(პროპორციები თავად განსაზღვრეთ :) )

მომზადება: კარგად გარეცხეთ კარტოფილი. შემდეგ დაჭერით თხლად. თითოეულ ნაჭერს ორივე მხრიდან წაუსვით კარაქი. მოაყარეთ ყველი, მწვანე ხახვი და ძეხვი. შედგით 240 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 30-40 წუთი. როცა სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს, მზადაა.
გემრიელად მიირთვით! <3

No comments:

Post a Comment