2014-08-31

შოკოლადის ნამცხვარი

დიდი ხანია ამ რეცეპტის დადება მინდა და როგორც იქნა თავი მოვაბი. იმედი მაქვს მოამზადებთ, რათა თავად დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს ნამცხვარი საოცრად გემრიელია. ბისკვიტი ნამდვილად აღმოჩენაა ჩემთვის, პირში დნება. კრემი შოკოლადის პუდინგითაა მომზადებული და ისიც უგემრიელესია. მოკლედ, ბევრს აღარ დავწერ როგორი გემრიელია ნამცხვარი და რეცეპტზე გადავალ.


ინგრედიენტები:
14 ს.კ. დარბილებული კარაქი
1/2 ჩ.ჭ. კაკაო
3 კვერცხი
3/4 ჩ.ჭ. შაქარი
2/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1/2 ჩ.კ. სოდა ან 1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი
1/4 ჩ.კ. მარილი
1/4 ჩ.ჭ. მაწონი


კრემისთვის იხილეთ პოსტი შოკოლადის პუდინგი. მომზადებულ პუდინგს დაამატეთ 100 გ. დარბილებული კარაქი და კარგად ათქვიფეთ.

ბისკვიტის მომზადება:
კარაქი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, როცა ჰაეროვან მასას მიიღეთ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი.  ცალკე აურიეთ მშრალი ინგრედიენტები და შემდეგ ჩააცერით კარაქიან მასას. ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ ერთმანეთს. ბოლოს დაამატეთ მაწონი.
საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 180 °C-ზე, 20-25 წუთი.


როცა ბისკვიტი გაგრილდება წაუსვით კრემი. შეგიძლიათ ქოქოსიც მოაყარო.



No comments:

Post a Comment