2015-08-11

ნიგვზისა და შოკოლადის ნაყინი

ნაყინი თითქმის ყველასთვის საყვარელი დესერტია. რადგან მისი შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება, სახლში ძალიან ცოტა თუ ამზადებს. მაგრამ... თუ გსურთ ნამდვილი ნაყინი მიირთვათ, ზუსტად იცოდეთ რას შეიცავს და როგორაა გაკეთებული, თავადვე უნდა მოამზადოთ. ეს რეცეპტი არაჩვეულებრივია. ნაყინის მომზადებისას სამზარეულოში არაჩვეულებრივი სურნელი იყო.  მაშინვე მივხვდი, რომ უგემრიელესი გამოვიდოდა. მოხალული ნიგოზი და შოკოლადი, ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი არომატული და გემრიელი იქნება ერთად. მაგრამ იმისათვის, რომ წარმოდგენის ნაცვლად, ნამდვილად დარწმუნდეთ, თავად უნდა მოამზადოთ. აუცილებლად დაიმსახურებთ მოწონებას.


ალუბლის გრანიტა

გრანიტა არაჩვეულებრივი დესერტია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის - ცივი, გემრიელი და დაბალკალორიული. ეს არის კრისტალებად გაყინული სიროფი. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ დიდი არაფერია, მაგრამ, დამიჯერეთ, ძალიან არომატული და გემრიელია. განსაკუთრებულია მომზადების სიმარტივითაც. შედარებით დიდი დრო მის გაყინვასა და დაკრისტალებას სჭირდება. ამ დესერტს კიდევ ერთი პლუსი აქვს, შეგიძლიათ მარხვის დროსაც მიირთვათ :) <3 ხილი თქვენი გემოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ, მთავარია ინსტრუქციას მიჰყვეთ.

2015-08-01

ნაყინის უგემრიელესი ნამცხვარი

ეს რეცეპტი ნაყინის, ბრაუნისა და ამ ორი უგემრიელესი დესერტის კომბინაციის მოყვარულებისთვისაა. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, დრო მხოლოდ გაყინვას სჭირდება. ნაყინს კიდევ უფრო გემრიელს ხდის შოკოლადი და მოხალული თხილი. ეს ნამცხვარი კარგი არჩევანია დაბადებისდღისთვის ან უბრალოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გასახარებლად. ძალიან გემრიელია და ღირს რომ მოამზადოთ <3


2015-07-28

სტაფილოს ნამცხვარი

ამ რეცეპტს, სავარაუდოდ, არ ექნება ბევრი ნახვა, არც მოწონება და არც გაზიარება. მიზეზი კი ის იქნება რომ ბევრი თქვენგანი იფიქრებს "რა უნდა სტაფილოს ნამცხვარში". სიმართლე გითხრათ, დიდი ხნის განმავლობაში მეც ამ მიზეზით არ ვამზადებდი მსგავს კექსს, მაგრამ გუშინ გადავწყვიტე მეცადა და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ესაა უგემრიელესი ნამცხვარი ჯავზისა და დარიჩინის საოცარი არომატით, სტაფილოს გემო არ იგრძნობა, მაგრამ ის განსაკუთრებულ სიფაფუკეს სძენს მას. უმარტივესი რეცეპტითა და რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ ძალიან გემრიელი კექსი გამოაცხოთ. ნუ ეტყვით ოჯახის წევრებს რომ ამ კექსის მთავარი ინგრედიენტი სტაფილოა, ვერავინ მიხვდება და უგემრიელესი ნამცხვრით ისიამოვნებენ. იმედია ჩემი აღწერა დაგაინტერესებთ და თუ ასე მოხდა, მაშინ განაგრძეთ კითხვა და აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი. :)


2015-07-26

შვრიის ორცხობილები შოკოლადითა და ქიშმიშით

ეს ორცხობილები (პეჩენიები) ერთ-ერთი საუკეთესოა მსგავს დესერტებს შორის. შვრია, შოკოლადი, ქიშმიში, დარიჩინი და თაფლი ერთად არაჩვეულებრივ არომატსა და გემოს ქმნის. მომზადება ძალიან მარტივია და დროც საკმაოდ ცოტა სჭირდება. ნამდვილად ღირს რომ მოამზადოთ. მისი შენახვა შეგიძლიათ 1 კვირა, თავდახურული ჭურჭლით. ამ რეცეპტით გამოდის 40-45 ცალი ორცხობილა.

2015-07-25

ყაბაყის მუსაკა ყველით

ყაბაყი საკმაოდ კარგი ბოსტნეულია. ის მდიდარია კალიუმით, რკინითა და C ვიტამინით. ამიტომ მისგან მომზადებული კერძები არა მარტო კარგი გემოთი, არამედ სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. დღევანდელი რეცეპტი საკმაოდ მარტივია. ყაბაყის მუსაკა გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი კერძია. განსაკუთრებულ არომატს სვანური მარილი სძენს.



2015-07-23

კაკაოს ბლინები

ბლინები, ფენქეიქები, ოლადები და ა.შ. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სახელი აქვს და მომზადებაც ოდნავ განსხვავდება. ძირითადი ინგრედიენტები უცვლელია, რეცეპტები პროპორციებით განსხვავდებიან და, შესაბამისად, გემოც ცოტა სხვანაირია. კაკაოს ბლინები საკმაოდ მარტივად მზადდება და ძალიან უხდება ნაყინს, ასევე კენკრას.. შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე ან დესერტად <3


2015-07-21

კენკრისა და იოგურტის მაფინები

მაფინების სხვადასხვა რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ ბლოგზე, ამისათვის გადადით ბმულზე მაფინების რეცეპტები. დღევანდელი რეცეპტი სრულიად განსხვავებულია, ძალიან სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი. კენკრა განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, ეს მაფინები ძალიან გემრიელი, ფაფუკი და ჰაეროვანია. ნამდვილად ღირს რომ მოამზადოთ.


2015-07-19

ზაფხულის ტოლმა

ზაფხულის ტოლმა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მსუბუქი და გემრიელი. ვერ ვიტყვი რომ ვიტამინებით მდიდარია, რადგან ბოსტნეულის კერძია, რადგან ხარშვის დროს მათი დიდი ნაწილი იშლება. თუმცა გარკვეულ რაოდენობას მაინც ინარჩუნებს და ჯანსაღ კერძად შეგვიძლია მოვიხსენიოთ.



2015-07-15

ალუბლის ლიმონათი

ალუბლის ლიმონათი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ტკბილს მომჟავო, არომატულ გემოს ამჯობინებენ.. თუმცა თუ თქვენ მაინც ტკბილი სასმელები გიყვართ, შეგიძლიათ რეცეპტში მითითებული შაქრის რაოდენობა გემოვნების მიხედვით შეცვალოთ.

2015-07-12

გამომცხვარი ომლეტი

კიდევ ერთ მარტივ რეცეპტს გთავაზობთ გემრიელი საუზმის სწრაფად მოსამზადებლად. თქვენი გემოვნებისა და შესაძლებლობების მიხედვით შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაუმატოთ. ასე მომზადებული ომლეტი ჯანსაღია, ცხიმის გარეშე, სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი.


ბრუსკეტა-გემრიელი საუზმე

ბრუსკეტა იტალიურ სამზარეულოს მიეკუთვნება. მისი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს. ერთ-ერთ ვარიანტს დღეს გთავაზობთ. ძალიან სწრაფად კეთდება და სულ რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ. ძალიან გემრიელია. აუცილებლად მოამზადეთ, თქვენს ოჯახის წევრებს მოეწონებათ <3


2015-06-28

ჟოლოსა და მაწვნის ნაყინი

ყველაზე ცხელი სეზონია და, შესაბამისად, ცივი დესერები ძალიან აქტუალურია, მათ შორის კი-ნაყინი. სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მისი მარტივად მომზადება, რამდენიმე ინგრედიენტით, ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ხილი, მაწონი, ცოტა შაქარი და ვანილია საჭირო. მომზადების დრო (გაყინვის გარეშე) მაქსიმუმ 10 წუთია. ნაყიდი ნაყინისგან განსხვავებით უფრო დაბალკალორიული და ჯანსაღია.  იდეა გადაცემიდან "სხვა შუა დღე." მათ ამ რეცეპტის დაანონსებისას ჩემი ბლოგიდან აღებული ფოტო გამოიყენეს, თუმცა ის სულ სხვა რეცეპტია. იხილეთ აქ. ახალი კატეგორია დავამატე "საზაფხულო" და ვეცდები ამ სეზონზე ბევრი კარგი რეცეპტი შევმატო <3


2015-06-12

მარწყვის ტრაიფლი - ჩინური (ინდური) ტორტი

ბოლო პერიოდში პოპულარულ პოსტებში გამოჩნდა ატმის ტრაიფლის რეცეპტი (ჩინური ტორტის რეცეპტები). ამიტომ კიდევ ერთ ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ. ესეც მარტივი და სწრაფად მოსამზადებელია და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი. ბისკვიტი კლასიკურია, კვერცხი, შაქარი და ფქვილი. შეგიძლიათ ორცხობილა გამოიყენოთ, თუ დროის დაზოგვა გსურთ. მომზადების შემდეგ აუცილებლად გააჩერეთ რამდენიმე საათი მაცივარში.


2015-06-01

ნამცხვარი "სიგარეტები"

ალბათ ყველასთვის ნაცნობი ნამცხვარია, მისი შეძენა მაღაზიებშიც შეგიძლიათ. თუმცა მომზადება იმდენად მარტივია გირჩევთ სახლში გააკეთოთ. რამდენიმე ინგრედიეტი დაგჭირდებათ და დროც საკმაოდ მცირე.