2015-08-01

ნაყინის უგემრიელესი ნამცხვარი

ეს რეცეპტი ნაყინის, ბრაუნისა და ამ ორი უგემრიელესი დესერტის კომბინაციის მოყვარულებისთვისაა. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, დრო მხოლოდ გაყინვას სჭირდება. ნაყინს კიდევ უფრო გემრიელს ხდის შოკოლადი და მოხალული თხილი. ეს ნამცხვარი კარგი არჩევანია დაბადებისდღისთვის ან უბრალოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გასახარებლად. ძალიან გემრიელია და ღირს რომ მოამზადოთ <3


დაგჭირდებათ:
ბრაუნისთვის:

  • 1 კვერცხი
  • 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 1/3 ჩ.ჭ. კარაქი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი
  • სოდა დანის წვერით
  • 1/4 ჩ.ჭ. ფქვილი
  •  1/4 ჩ.ჭ. კაკაო
ასევე:

  • 2 ჩ.ჭ. ნაყინი
  • 1/3 ჩ.ჭ. შოკოლადის წვეთები
  •  2 ცალი მიწისთხილის კარაქის კიტ-კეტი
  • 100 გ. რძიანი შოკოლადი
  • 1/2 ჩ.შ. მოხალული თხილი (საშუალო ზომებად დაჭრილი)
* ნამცხვრის ფორმა - 15 სმ. დიამეტრის (გვერდებმოსახსნელი)

მომზადება:
  • კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი, ვანილი და მარილი.
  • სოდა, კაკაო და ფქვილი ცალკე თასში აურიეთ და კვერცხიან მასას ჩააცერით. ხელის სათქვეფით ერთმანეთს შეურიეთ.
  • ცომი გადაიტანეთ ნამცხვრის ფორმაში, რომელსაც ცხიმს წაუსვამთ მანამდე. გამოაცხეთ175 გრადუსზე. 25-30 წუთი დასჭირდება.
  • სანამ ბრაუნი კარგად გაცივდება, კიტ-კეტი პატარ-პატარა ზომებად დაჭერით და დარბილებულ ნაყინს დაუმატეთ შოკოლადის წვეთებთან და მოხალულ თხილთან ერთად. ( * ცოტა თხილი შეინახეთ, რომ ბოლოს ზემოდან მოაყაროთ <3) კარგად აურიეთ.
  • ნაყინიანი მასა ბრაუნზე გაანაწილეთ. შედგით საყინულეში მთელი ღამით.
  • დილით გაადნეთ შოკოლადი და ნამცხვარს მოასხით, შემდეგ კი შენახული თხილი მოაყარეთ. რამდენიმე წუთით კვლავ შედგით საყინულეში.
უგემრიელესი დესერტი მზადაა! გემრიელად მიირთვით <3

No comments:

Post a Comment