გრანიტა არაჩვეულებრივი დესერტია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის - ცივი, გემრიელი და დაბალკალორიული. ეს არის კრისტალებად გაყინული სიროფი. ერთი შეხედვით იფიქრებთ, რომ დიდი არაფერია, მაგრამ, დამიჯერეთ, ძალიან არომატული და გემრიელია. განსაკუთრებულია მომზადების სიმარტივითაც. შედარებით დიდი დრო მის გაყინვასა და დაკრისტალებას სჭირდება. ამ დესერტს კიდევ ერთი პლუსი აქვს, შეგიძლიათ მარხვის დროსაც მიირთვათ :) <3 ხილი თქვენი გემოვნებისა და შესაძლებლობის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ, მთავარია ინსტრუქციას მიჰყვეთ.
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 750 გ. კურკაგამოცლილი ალუბალი
- 150 გ. შაქარი
- 300 მლ. ალუბლის წვენი ან წყალი
მომზადება:
- თავდაპირველად მოამზადეთ სიროფი. ალუბლის წვენში ან წყალში გახსენით შაქარი, დადგით დაბალ ცეცხლზე და თან ურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. შემდეგ 2-3 წუთი კვლავ გააჩერეთ ცეცხლზე და ურიეთ. გადმოდგით და გააგრილეთ.
- ალუბალი დააბლენდერეთ.
- ალუბლის პიურეს დაუმატეთ სიროფი და აურიეთ. გადაიტანეთ ყინვაგამძლე კონტეინერში და შედგით საყინულეში.
- გაყინეთ გამყარებამდე. შემდეგ გამოიღეთ და ჩანგლით დაფშხვენით. კვლავ გაყინეთ და ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ. კრისტალები ერთმანეთს უნდა დაშორდეს და ისე გაიყინოს. როცა სასურველ შედეგს მიიღებთ, მზადაა.
გემრიელად მიირთვით! <3
No comments:
Post a Comment