2015-07-25

ყაბაყის მუსაკა ყველით

ყაბაყი საკმაოდ კარგი ბოსტნეულია. ის მდიდარია კალიუმით, რკინითა და C ვიტამინით. ამიტომ მისგან მომზადებული კერძები არა მარტო კარგი გემოთი, არამედ სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. დღევანდელი რეცეპტი საკმაოდ მარტივია. ყაბაყის მუსაკა გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი კერძია. განსაკუთრებულ არომატს სვანური მარილი სძენს.



დაგჭირდებათ:

  • 1 კგ. ყაბაყი
  • 2 ჩ.ჭ. გახეხილი ყველი
  • 2 დიდი კვერცხი
  • 3-4 ს.კ. მაწონი
  • ნახევარი კონა ოხრახუში
  • 2 კბილი ნიორი
  • სვანური მარილი გემოვნებით
  • ფქვილი დაახლოებით 2/3 ჩ.ჭ.
  • ზეთი შესაწვავად

    *     მე გამოვიყენე დიდი ყაბაყი, საკმაოდ დიდი დიამეტრის. თუ თქვენც მსგავსს გამოიყენებთ, მაშინ დაჭერით რგოლებად. თუ ბადრიჯნის ზომისას, მაშინ სიგრძეზე გაჭერით
      *    თუ ყველი ნაკლებად მარილიანია მაწონსაც დაუმატეთ მარილი გემოვნებით.



მომზადება:
  • ფქვილს შეურიეთ სვანური მარილი და წვრილად დაჭრილი ნიორი. ყაბაყის ნაჭრები ამოავლეთ მასში და ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.
  • გახეხილ ყველს შეურიეთ 1 კვერცხი.
  • საცხობ ტაფაზე დადეთ ყაბაყის ერთი ფენა, ზემოდან დაადეთ ყველის მასა და მეორე ფენა დაადეთ. 
  • მაწონს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კვერცხი და მარილი, თუ საჭიროა. ეს მასა მომზადებულ ყაბაყს გადაუსვით.
  • 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ. სჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი. უნდა მიიღოს მოწითალო შეფერილობა. 


მარტივი და გემრიელი სადილი მზადაა! <3









No comments:

Post a Comment