2015-06-01

ნამცხვარი "სიგარეტები"

ალბათ ყველასთვის ნაცნობი ნამცხვარია, მისი შეძენა მაღაზიებშიც შეგიძლიათ. თუმცა მომზადება იმდენად მარტივია გირჩევთ სახლში გააკეთოთ. რამდენიმე ინგრედიეტი დაგჭირდებათ და დროც საკმაოდ მცირე.


დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 200 მლ. მაწონი
  • 70 გ. კარაქი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 3-3,5 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 100 გ. ნიგოზი+ 3 ს.კ. შაქარი (შიგთავსისთვის)
  • 1 კვერცხის გული ზემოდან წასასმელად
მომზადება:
  • კვერცხი, კარაქი და შაქარი ხელის სათქვეფით ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ მაწონი, რომელშიც გახსნით სოდას. კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ მარილი და ვანილი.
  • ჩააცერით ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. 
  • ნიგოზი დაფქვით და შეურიეთ შაქარი.
  • ცომი თხლად გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედებად.
  • განიერ ნაწილზე დადეთ 1 ჩ.კ. შიგთავსი და ვიწრო ნაწილისკენ გადაახვიეთ. 
  • ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. გამოაცხეთ 180 გრადუსზე. დასჭირდება 15-20 წუთი. უნდა გახდეს სასიამოვნო ოქროსფერი.
  • როცა გაგრილდება შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა.

No comments:

Post a Comment