Showing posts sorted by date for query ტარტი. Sort by relevance Show all posts
Showing posts sorted by date for query ტარტი. Sort by relevance Show all posts

2015-01-23

ფორთოხლის არომატული ტარტი

ტარტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მისი მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, განსხვავებულია, როგორც ცომი, ასევე შიგთავსი. ბლოგზე რამდენიმე განსხვავებული რეცეპტია. ვაშლის, ლიმონის, შინდის ჯემისა და მაყვლის ტარტების რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - ტარტები. დღევანდელი რეცეპტი, ისევე, როგორც წინამორბედები, ძალიამ გემრიელი, მარტივი და არომატულია.



2014-09-27

ლიმონის ტარტი ბეზეთი

ძალიან დამიგვიანდა ამ რეცეპტის დადება, მაგრამ როგორც ამბობენ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს )) უცხოურ 'ფუდბლოგებზე' ხშირად შეხვდებით ამ უგემრიელესი დესერტის ფოტოებს. ბებიის რეცეპტებს მიეკუთვნება. საკმაოდ მარტივი მოსამადებელია. ცომი შეგიძლიათ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ, შემდეგ კი გამოიყენოთ მაშინ, როცა სწრაფად გენდომებათ დესერტის მომზადება.


2014-08-04

მაყვლის ტარტი

ზაფხულში არომატული და გემრიელი დესერტების მომზადება ბევრად ადვილია, რადგან უამრავი ხილი შემოდის. დღევანდელი რეცეპტი ძალიან მარტივია, სჭირდება რამდენიმე ინგრედიენტი, ცოტა დრო და შედარებით დაბალკალორიულია. რაც შეეხება გემოს, განსხვავებულია, მაყვლის მომჟავო და ტარტის ბისკვიტის ოდნავ მარილიანი გემო ძალიან უხდება ერთმანეთს. თბილ დესერტს თუ ნაყინთან ერთად მიირთმევთ კიდევ უფრო მეტად მოგეწონებათ.


2013-08-09

ტარტი შინდის ჯემით

პეროგი, ღვეზელი, ტარტი.. ბევრისთვის საყვარელი დესერტია და მათი მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს, როგორც ფხვიერი ცომის, ასევე შიგთავსის. დღეს წარმოდგენილ ვიდეო რეცეპტში შედარებით რბილი ცომის მომზადებას წარმოგიდგენთ, გულსართი კი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისდამიხედვით შეცვალოთ. ტარტის მომზადების შემდეგ თუ ცომი დაგრჩათ შეგიძლიათ მოამზადოთ ორცხობილები შოკოლადის კარაქით.



2013-02-01

ვაშლის ტარტი ბეზეთი

დიდხანს ვფიქრობდი, პირველად რომელი რეცეპტი დამედო და ბოლოს გადავწყვიტე, ეს რაიმე ტკბილი ყოფილიყო. ვაშლის ტარტი ბეზეთი ნამდვილად ძალიან არომატული და გემრიელია. მომზადება კი არც ისე რთულია.