2013-02-01

ვაშლის ტარტი ბეზეთი

დიდხანს ვფიქრობდი, პირველად რომელი რეცეპტი დამედო და ბოლოს გადავწყვიტე, ეს რაიმე ტკბილი ყოფილიყო. ვაშლის ტარტი ბეზეთი ნამდვილად ძალიან არომატული და გემრიელია. მომზადება კი არც ისე რთულია.




ცომი:
200 გ ფქვილი,

100 გ კარაქი

3 მსხვილი კვერცხის გული

50 გ შაქარი

შესაძლოა 1 კოვზი წყლის დამატება დასჭირდეს



გული:

6 ვაშლი

2-3 ს.კ. შაქარი

1 ჩ.კ. დარიჩინი

1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა

ვანილი

1-1.5 ს.კ საფანელი

ცალკე: 3 კვერცხის ცილა, 3-4 ს.კ შაქარი

ფქვილი და შაქარი ერთმანეთში ავურიოთ, დავუმატოთ დარბილებული კარაქი და ხელიტ ავსრისოთ, შემდეგ დავამატოთ კვერცხის გულები. შესაძლებელია 1 კოვზი წყლის დამატებაც დაგვჭირდეს. ცომი უნდა შეიკრას, არ უნდა გახდეს ერთგვაროვანი. ცომი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ტარტის ფორმაში,( შეიძლება ტორტის გვერდებმოსახსნელიანი ფორმაც გამოვიყენოთ.) და შევდგათ მაცივარში 30 წუთით.

ვაშლი გავფრცქვნათ, დავჭრათ კუბიკებად და ცომზე დავალაგოთ, მოვაყაროთ დარიჩინი, შაქარი და ლიმონის ცედრა (შეგიძლიათ ფორთოხლის ცედრაც გამოიყენოთ). ტარტი შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 30 წუთით. ამ დროს ავთქვიფოთ მყარი ბეზე და შევათქვიფოთ შაქარი. გამოვიღოთ ტართი და წავუსვათ ბეზე, შემდეგ ისევ შევაბრუნოთ საცხობში 15 წუთით, სანამ ბეზე სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს.




ტარტი უმჯობესია თბილი მიირთვათ, თუმცა ცივიც ძალიან გემრიელია.





1 comment:

  1. მედეა ძალიან გემრიელი ჩანს,იმედია მალე დავრწმუნდებით რომ მართლაც ასეა :)

    ReplyDelete