2013-02-01

ნიგვზიანი ხვეულები

ბევრი თქვენგანისთვის ალბათ ნაცნობია ეს უგემრიელესი ნიგვზიანი ნამცხვარი. თუ რეცეპტი არ იცით მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა..






საჭირო მასალა:
300 გ შაქარი (დამატებით 150გ გულისთვის)
250 გ მარგარინი
500 მლ მაწონი
4 კვერცხი
1 შეკვრა ვანილი
1 ჩ.კ. სოდა
ფქვილი, რამდენსაც შეიზელს.
150 გატარებული ნიგოზი
ზეთი

მომზადება:
ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავუმატოთ გამდნარი მარგარინი, მაწონი და მასში გახსნილი სოდა. ნელ-ნელა შევაზილოთ ფქვილი, ვანილი. უნდა მივიღოთ საშუალო სიმაგრის ცომი. შემდეგ ცომს გადავაფაროთ ტილო და 15-30 წუთი დავასვენოთ. გატარებული ნიგოზი და შაქარი ავურიოთ. ცომი გავყოთ რამდენიმე ნაწილად და ფქვილმოყრილ ზედაპირზე გავაბრტყელოთ. გაბრტყელებულ ცომს წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ გულსართი. რულეტივით გადავახვიოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. ხვეულები გადავიტანოთ ფქვილმოყრილ საცხობ ტაფაზე და მოვათავსოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ 20 წუთი.





No comments:

Post a Comment