2013-02-01

ტრიუფელები

ეს ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია დესერტია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია.





საჭირო მასალა:
200 გრამი დაფქული თხილი ან ნიგოზი (მე თხილი გამოვიყენე)

100 გრამი შაქარი
50 გ კაკაო
2-3 ს.კ. ფორთოხლის წვენი
1-2 ს.კ. ლიქიორი

მომზადება:
ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში. უნდა მიიღოთ ისეთი სისქის მასა, რომ დაგორგოლავება შეგეძლოთ. თუ მშრალია ცოტა წვენი დაამატეთ. გააკეთეთ პატარა ბურთულები და ქოქოსის ფანტელში ან მოსართავებში ამოავლეთ. დაალაგეთ თეფშზე და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

No comments:

Post a Comment