2015-01-23

ფორთოხლის არომატული ტარტი

ტარტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დესერტია. მისი მომზადების უამრავი ვარიაცია არსებობს, განსხვავებულია, როგორც ცომი, ასევე შიგთავსი. ბლოგზე რამდენიმე განსხვავებული რეცეპტია. ვაშლის, ლიმონის, შინდის ჯემისა და მაყვლის ტარტების რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - ტარტები. დღევანდელი რეცეპტი, ისევე, როგორც წინამორბედები, ძალიამ გემრიელი, მარტივი და არომატულია.



ინგრედიენტები:

        ცომისთვის:

  • 250 გ. კარაქი
  • 1/4 ჩ.ჭ. შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 2 ჩ.ჭ. ფქვილი
       კრემისთვის:
  • 8 სადილის კოვზი კარაქი
  • 3/4 ჩ.ჭ. ფორთოხლის წვენი
  • 1/2 ჩ.ჭ. შაქარი
  • 2 ფორთოხლის ცედრა
  • 3 კვერცხი
  • 3 კვერცხის გული
  • 1 ვანილინი
  • მწიკვი მარილი
მომზადება:
  • ცომის მოსამზადებლად, კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად. კრემისებურ მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გააბრტყელეთ და მოათავსეთ ტარტის ფორმაში. გამოაცხეთ 190 გრადუსზე, დასჭირდება 20 წთ.
  • პატარა ქვაბში მოათავსეთ კარაქი, ფორთოხლის წვენი, შაქარი და ცედრა. დადგით დაბალ ცეცხლზე. ცალკე ათქვიფეთ 3 კვერცხის გული და 3 მთლიანი კვერცხი. როცა ქვაბში მასა ერთგვაროვანი გახდება, 1/4 ჩ.ჭ. დაამატეთ კვერცხს, ათქვიფეთ და კვლავ ჩააბრუნეთ ქვაბში, გამუდმებით ურიეთ, როცა მასა შესქელდება გამომცხვარ ფენას დაასხით და შედგით აირღუმელში 10 წუთი. 
  • შეგიძლიათ ზემოდან გააფორმოთ ფორთოხლის თხელი ნაჭრებით.
  • კრემი უკეთ შესქელდება, როცა ნამცხვარი გაცივდება.





No comments:

Post a Comment