2015-01-18

ვაშლის ფენქეიქები

ფენქეიქები, ჩვენებურად ბლინები- მარტივი და სწრაფი საუზმე. მათი მომზადების სამი განსხვავებული რეცეპტის ნახვა შეგიძლიათ ბლოგზე. დღევანდელი პოსტი კი ფენქეიქების მომზადების ახალ ვარიანტს გაგაცნობთ. აქ განსაკუთრებულ გემოს ვაშლი ქმნის, რასაც ფორთოხლის ცედრის საოცარი არომატი ემატება.

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხი
  • 1+1/2 ჩ.ჭ. რძე
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 1+1/2 ჩ.ჭ. ფქვილი
  • 1+1/2 ჩ.კ. სოდა ან 3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 7-8 ცალი ვაშლი
  • ზეთი 
მომზადება:
  • კვერცხი, შაქარი და მარილი ერათად ათქვიფეთ, დაამატეთ რძე, ზეთი, ვანილი და ათქვიფეთ კარგად. სოდა აურიეთ ფქვილში და ჩააცერით. ხელის სათქვეფით აურიეთ.
  • ვაშლები გარეცხეთ, გათალეთ, შუა გული მთელ სიგრძეზე ამოაჭერით და დაჭერით ისეე როგორც ფოტოზეა.
  • ცხელ ტაფაზე მოასხით ზეთი, ვაშლის რგოლები ამოავლეთ ცომში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.





No comments:

Post a Comment