2015-01-17

ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა ბროწეულით

ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე ყვავილოვანი კომბოსტოს სასარგებლო თვისებებზე, ამიტომ ახლა პირდაპირ ამ სალათის დახასიათებაზე გადავალ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ძალიან მარტივი მოსამზადებრლია, სჭირდება ცოტა დრო და რამდენიმე ინგრედიენტი. ძალიან უხდება ბაჟე, ამიტომ შეგიძლიათ ეს სალათი განსხვავებულ კერძად გადააკეთოთ.




დაგჭირდებათ:

  • 4 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო
  • ბროწეულის მარცვლები 
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • 1/2 კონა მწვანე ხახვი
  • 200 მლ. მაიონეზი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: 


  • კომბოსტოს ყვავილები დაანაწევრეთ და გარეცხეთ. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი, შემდეგ კი კომბოსტოს ყვავილები. რამდენიმე წუთი გააჩერეთ და შემდეგ ჯამში ამოიღეთ, გააგრილეთ. დაამატეთ ბროწეულის მარცვლები ( რაოდენობა სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ, ნახევარი ბროწეულის მარცვლები საკმარისი იქნება ), შემდეგ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახუში, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, კარგად აურიეთ და მზადაა.







No comments:

Post a Comment