დღეს კიდევ ერთ მარტივ რეცეპტს გთავაზობთ. ამ ნამცხვრის მომზადებას საკმაოდ ცოტა დრო სჭირდება. ჰაეროვანი, მსუბუქი, არომატული და ძალიან გემრიელია. შინდის შესანიშნავ გემოს ემატება ფორთოხლის ცედრა, რაც კიდევ უფრო კარგ არომატს ანიჭებს კექსს. ძალიან უხდება ჩაის და ყავას. კვირის ბოლოსთვის მშვენიერი არჩევანია :)
დაგჭირდებათ:
დაგჭირდებათ:
- 4 კვერცხი
- 1+2/3 ჩ.ჭ. შაქარი
- 200 გ. კარაქი/მარგარინი
- 300 მლ. მაწონი
- 1+1/2 ჩ.კ. სოდა
- ვანილინი
- დარიჩინი დანის წვერით
- 3 ჩ.ჭ. ფქვილი (დაახლოებით, ცომი უნდა იყოს საშუალო სისქის, დასასხმელი)
- შინდის ჯემი (ან ნებისმიერი, რაც გსურთ)
მომზადება:
- კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შაქარი, როცა კრემისებურ მარასას მიიღებთ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი. გახსენით სოდა მაწონში და დაამატეთ, კარგად ათქვიფეთ, დარიჩინი და ვანილინიც დაამატეთ, შემდეგ ჩააცერით ფქვილი. ხელის სათქვეფით ან სილიკონის ნიჩბით შეურიეთ.
- ცომის დიდი ნაწილი დაასხით ცხიმწასმულ ფორმას, სულ ცოტა დატოვეთ. ფორმა შედგით 190 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში.
- 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ, მოაწუწეთ ჯემი და დარჩენილი ცომი. კვლავ შედგით აირღუმელში. როცა სასიამოვნო ოქროსფერს მიიღებს მზადაა.
No comments:
Post a Comment