ამ ორცხობილების გაკეთება სულაც არ მქონდა გეგმაში, მაგრამ ტარტის ცომი დამრჩა და გადავწყვიტე შოკოლადის კარაქი ჩამედო გულში და ასე გამომეცხო. მშვენიერი გამოვიდა, ვფიქრობ ასეთი ცომი რო მაცივარში გვქონდეს ურიგო არ იქნება, სასურველ დროს რამდენიმე წუთში მოვამზადებთ გემრიელ დესერტს ან საუზმეს.
მასალა:
1 კვერცხი
1/2 ჩ.ჭ. შაქარი
125 მლ. მაწონი
50 გ. კარაქი
1/4 ჩ.კ. სოდა
1/4 ს.კ. ლიმონის წვენი
ცოტა ვანილი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
შოკოლადის კარაქი
მომზადება:
კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ, როცა გათეთრდება დავამატოთ დარბილებული კარაქი, მაწონი, სოდა+ლიმონის წვენი, ვანილი. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი რომელიც ხელს არ ეკრობა. გავაბრტყელოთ 0.5 ს.მ. სისქეზე და დავჭრათ მართკუთხედებად, თითოეულს დავადოთ 1 ჩ.კ. შოკოლადის კარაქი და დავაფაროთ მეორე ფენა, ფრჩხილით დავაწვეთ კიდეებზე რომ შეიკრას. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე დაახლოებით 10 წუთი.

No comments:
Post a Comment