ეს რეცეპტი ნაყინის, ბრაუნისა და ამ ორი უგემრიელესი დესერტის კომბინაციის მოყვარულებისთვისაა. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, დრო მხოლოდ გაყინვას სჭირდება. ნაყინს კიდევ უფრო გემრიელს ხდის შოკოლადი და მოხალული თხილი. ეს ნამცხვარი კარგი არჩევანია დაბადებისდღისთვის ან უბრალოდ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გასახარებლად. ძალიან გემრიელია და ღირს რომ მოამზადოთ <3
Showing posts sorted by date for query ბრაუნი. Sort by relevance Show all posts
Showing posts sorted by date for query ბრაუნი. Sort by relevance Show all posts
2015-08-01
2015-05-24
ბრაუნი თხილით-უგემრიელესი დესერტი
ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიდია.. დრო არ მქონდა და ამიტომ.. თუმცა დღეიდან ვეცდები შედარებით გავაქტიურდე ბლოგზე. ბრაუნის მომზადების მრავალი ვარიაცია არსებობს, 2 სახის რეცეპტი ბლოგზე დევს (იხილეთ ბრაუნის რეცეპტები ) ახალი რეცეპტი წინა ორისგან განსხვავებულია, აქ შოკოლადის ნაცვლად კაკაო გამოიყენება. რამდენიმე ინგრედიენტისგან, მცირე ძალისხმევით შეგიძლიათ უგემრიელესი ნამცხვარი მოამზადოთ. დროც საკმაოდ ცოტა დაგჭირდებათ.
2014-04-23
2013-10-27
ბრაუნი
ამ უგემრიელესი ნამცხვრის სამშობლო აშშ-ია, პირველად ის მე-19 საუკუნეში მოამზადეს. ბრაუნი პოპულარული გახდა, როგორც აშშ-ში , ასევე კანადაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. ის ერთგვარი ხიდია ნამცხვრებსა და ორცხობილებს შორის (between a cake and a cookie) ბრაუნის მომზადების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, ცომს უმატებენ თხილს, ნიგოზს, შოკოლადის წვეტებს და სხვა ინგრედიენტებს.
Subscribe to:
Posts (Atom)