2013-10-27

ბრაუნი

ამ უგემრიელესი ნამცხვრის სამშობლო აშშ-ია, პირველად ის მე-19 საუკუნეში მოამზადეს. ბრაუნი  პოპულარული გახდა, როგორც აშშ-ში , ასევე კანადაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში.  ის ერთგვარი ხიდია ნამცხვრებსა და ორცხობილებს შორის (between a cake and a cookie) ბრაუნის მომზადების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, ცომს უმატებენ თხილს, ნიგოზს, შოკოლადის წვეტებს და სხვა ინგრედიენტებს.

მასალა:
200გ. შავი შოკოლადი
85 გ. კარაქი
2/3 ჩ.ჭ. შაქარი
2 კვერცხი
ვანილი
1/3 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.ჭ. დაჭრილი ნიგოზი
მწიკვი მარილი

მომზადება:
შოკოლადი და კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ გადმოდგით და დაუმატეთ შაქარი, კარგად აურიეთ ხელის სათქვეფით, დაამატეთ 2 კვერცხი (სათითაოდ), შემდეგ ვანილი, ფქვილი, მარილი და ბოლოს დაჭრილი ნიგოზი. აირღუმელი გააცხელეთ 160 გრადუსზე, მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით კარაქი და ცომი გაანაწილეთ. აცხვეთ 25-35 წუთი. გამომცხვარი დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად.



No comments:

Post a Comment