რა ხშირადაა ისეთი მომენტი, როცა რაიმე ტკბილი გვინდა, მაგრამ არ გვაქვს ბევრი დრო მოსამზადებლად. ამისთვის ბლოგზე ერთი მშვენიერი რეცეპტი გვაქვს "მაგ ქეიქის". ეს ნამცხვარიც თითქოს იგივენაირად მზადდება,მაგრამ არის პატარა განსხვავებები. ძირითადად ის რომ დამატებული აქვს ქოქოსის ფანტელები და პროპორციებიც ცოტა შეცვლილია, ახლა დეტალურ რეცეპტზე გადავალ.
მასალა:
4 ს.კ. ფქვილი
3 ს.კ. კაკაო
4 ს.კ. შაქარი
1 კვერცხი
6 ს.კ. წყალი ან რძე
6 ს.კ. ზეთი
ვანილი
სოდა დანის წვერით
ქოქოსის ფანტელები 30 გრამი
მომზადება:
მშრალი ინგრედიენტები ავურიოთ ჯამში (გარდა ვანილისა და ქოქოსის) დავამატოთ ცალკე ათქვეფილი კვერცხი და ავურიოთ, შემდეგ წყალი/რძე და და კარგად ავურიოთ, უნდა მივიღოთ თხელი მასა. ბოლოს დავამატოთ ვანილი და ქოქოსის ფანტელები. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 3 წუთი. თუ სილიკონის ფორმებში ვაცხობთ ფორმას არ სჭირდება ცხიმის წასმა.

No comments:
Post a Comment